






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC)- სებ-ის სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრების შესვლით დასუსტებული კოლეგიალური ორგანოს ფუნქციონალურ გაძლიერებას არ ელის ტარიელ გვალია (დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი). ბანკირი სებ-ის საბჭოს დამოუკიდებელი წევრების უფლებამოსილების არასათანადო დატვირთვაზე საუბრობს."საქართველოში ეროვნული ბანკის მანდატის ვიწრო გაგებაა დამკვიდრებული სებ-ს ბანკების უფროსად აღიქვამენ და არა მთლიანი საფინანსო სექტორის ეკოსისტების სიჯანსაღეზე და მდგრადობაზე პასუხიმგებლად", - მიაჩნია, რომ მაღალი იმუნიტეტი, რასაც საბჭოს კონსტიტუცია ანიჭებს უფრო გამჭვირვალე საქმიანობას გულისხმობს. ყველა წევრის მოსაზრება და მიდგომა უნდა იყოს შეჯერებული, და არა დაყენებული საკითხის ერთხმად მხარდაჭერა. მას არც წევრობის კანდიდატების დაპირების სჯერა. ხიშტოვანმა და მიროტაძემ პარლამენტის წევრებს განუცხადეს რომ მათი 7-წლიანი მოღვაწეობა ნაყოფიერი იქნება. როგორც იცით საკომიტეტო კენჭისყრები მიმდინაროებს და საბოლოოდ მათი გაწევრიანება პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს.
გიორგი ხიშტოვანი და გიორგი მიროტაძე მე-6 და მე-7 წევრად შედიან, რადგან გონგლიაშვილს და ჯანყარაშვილს უფლებამოსილება ამოეწურათ. ტარიელ გვალიას მიაჩნია, საბჭოს დამოუკიდებელი წევრის შესახებ საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს. ინფორმაციის დეფიციტს გაუმჭვირვალე არჩევნების მისთვის მიუღებელი ფორმა ქმნის, -„პროცესი დახურული, დამახინჯებული და არადემოკრატიულია", - არ მიაჩნია, რომ საბჭოს დამოუკიდებელი წევრები აღმასრულებლებზე უნდა იყვნენ დამოკიდებული. საჯარო თანამდებობის პირებზე მაღალ ხელფასს იღებდნენ**, საზოგადოებას კი ანგარიშს არ აბარებდნენ.
** უფლებამოსილებაამოწურულ კადრების ვაჟა ჯანყარაშვილის და ნიკოლოზ გონგლიაშვილის
წლიური ანაზღაურება 63 000 და 78 000 ლარია (დეკლარაციის
თანახმად).