






USD | 3.4521 |
EUR | 4.1442 |
GBP | 4.8081 |
TRY | 0.4219 |

თბილისი (GBC) - თიბისი ჯგუფი ლონდონში 6 ივნისს ინვესტორების დღეს მართვს. ღონისძიებას საფონდო ბირჟის ოფისში,120-მდე ინვესტორი, ანალიტიკოსი და ფინანსური სექტორის წარმომადგენელი დაესწრება.
ბანკის ტოპ-მენეჯმენტი ჯგუფის ფინანსური და ტექნოლოგიური მიღწევების, მიზნებისა და სამომავლო განვითარების გეგმებზე ინვესტორებს დეტალურ ინფორმაციას გააცნობს.ისაუბრებენ უზბეკეთის და აზერბაიჯანის ბაზრებსზეც, სადაც განვითარება ჯგუფის სტრატეგიის ნაწილია.
ინვესტორების დღე რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდება. პრეზენტაციებია შემდეგ თემებზე: ფინანსური შედეგები, სრულად ციფრული ბანკი სფეისი, მაკროეკონომიკური
მიმოხილვა, რისკ-მენჯმენტი, საცალო, კორპორატიული და საინვესტიცი საბანკო მომსახურება,
მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესი, თიბისი დაზღვევა, სიახლეები აზერბაიჯანისა და უზბეკეთის
ბაზრებზე, ეჯაილის სტურქტურა .
კითხვა-პასუხის რეჟიმში ყველა ინვესტორს შესაძლებლობა ექნება, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კონკრეტული მიმართულების ხელმძღვანელებისგან ამომწურავი პასუხები მიიღონ.
“ინვესტორების დღე უნიკალური შესაძლებლობაა ერთი მხრივ თიბისი ბანკისთვის, ინვესტორებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიაროს მიმდინარე შედეგები, ბანკის განახლებული სტრატეგია და ხედვა, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის, მიიღონ განახლებული ინფორმაცია და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ბანკის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. დამსწრე აუდიტორიას წელს ძალიან ბევრ სიახლეს გავუზიარებთ, რაც ღონისძიებას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის. წელიწადში ერთხელ ინვესტორებთან მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით“, - გიორგი შაგიძე, თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორი.
წელს
თიბისი ჯგუფი როუდშოუს ლონდონში უკვე მეხუთედ მართავს.