ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9701        EUR 3.2725        GBP 3.7631        RUB 4.6078        UAH 1.1955        AZN 1.7482        AMD 6.2292      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნესასოციაცია ოქროს სიაში ცვლილებების გადავადებას და კონსულტაციებს ითხოვს
6 ივნისი, 2019, 13:37
ბიზნესასოციაცია ოქროს სიაში ცვლილებების გადავადებას და კონსულტაციებს ითხოვს

თბილისი (GBC) - საქართველოს ბიზნესასოციაცია ე.წ. ოქროს სიასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დამატებით კონსულტაციებს ითხოვს და მიიჩნევს, რომ ცვლილებების ამოქმედება უნდა გადავადდეს. ასოციაცია მიიჩნევს, რომ ბრძანებაში ცვლილებები სახელმწიფოს მხრიდან ნაჩქარევია

"გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე წლის 3 ივნისს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისის N162 ბრძანება „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც მნიშვნელოვნად იცვლება იმპორტიორთა მიერ გადასახადის გადახდის ვადა, რაც თავის მხრივ ფინანსური პრობლემების წინაშე აყენებს მსხვილ იმპორტიორ კომპანიებს, საქართველოს ბიზნესასოციაციას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ცვლილების ამოქმედების ვადა ამ ეტაპზე გადაიწიოს და გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საგადასახადო გარემოსა და საგადასახადო ადმინისტრირების მუდმივი გაუმჯობესების ფონზე, ვფიქრობთ ეს გადაწყვეტილება ცალსახად გამონაკლისი და უკანგადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავს საკანონმდებლო აქტებში ბიზნესთან სათანადო კონსულტაციების გავლის და ერთობლივი ანალიზის გარეშე განხორციელებული ისეთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ ბიზნესსფეროს ეხება, ნეგატიურ გავლენას იქონიებს კომპანიების ყოველდღიურ, საოპერაციო საქმიანობაზე“, –  აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაცია და იმედს გამოთქვამს დაიწყება ბიზნესთან პირდაპირი დიალოგი და კონსულტაციები. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები