ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი თანამშრომლებს ბიზნესიდეებს ბიზნესად უქცევს
11 ივნისი, 2019, 10:28
თიბისი თანამშრომლებს ბიზნესიდეებს ბიზნესად უქცევს

თბილისი (GBC) - თიბისი სტარტაპ-დეკრეტს იწყებს, თანამშრომლებისთვის ინოვაციურ პროექტს, რომლის ფარგლებში 

მათი ბიზნესიდეა რეალობად შეიძლება იქცეს. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.  გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროდან, გარდა სტანდარტული ვაჭრობის. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს. 

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“,  -  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. 

სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს. 

თანამშრომლებისთვის უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტის  - სტარტაპ-დეკრეტის განხორციელებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, თიბისის თანამშრომლები შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის რეალობად ქცევას. ამისათვის, თიბისი მათ 6 თვიან დეკრეტულ შვებულებას სრულად აუნაზღაურებს და შესაძლებლობას მისცემს, სტარტაპიდეა განავითარონ და რეალურ ბიზნესად აქციონ.  გარდა ამისა, თიბისელები ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა სტარტაპერში და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკურებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ. 

სტარტაპ-დეკრეტის ფარგლებში, თიბისელები საკუთარ ბიზნესიდეებს სპეციალურად პროექტისთვის შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგენენ, რის შემდეგაც ჟიური საუკეთესო იდეების ავტორებს გამოავლენს. ბიზნესიდეა უნდა იყოს ინოვაციური, ნებისმიერ სფეროსთან დაკავშირებული, გარდა სტანდარტული ვაჭრობისა. უპირატესობა მიენიჭება ტექნოლოგიურ იდეებს. 

„სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს. თიბისის მისიაა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება და ეს პროექტიც გარკვეულწილად ამის გამოძახილია. გვინდა, თიბისელებს შესაძლებლობა ჰქოდეთ, განავითარონ საკუთარი იდეები და რეალურ ბიზნესებად აქციონ ისინი. ამ ინიციატივით ქვეყანაში სტარტაპების განვითარებისთვის კიდევ ერთი ნაბიჯს ვდგამთ და ვაფიქსირებთ, რომ თიბისი საუკეთესო დამსაქმებელი ორგანიზაციაა. პროექტი სტარტაპ-დეკრეტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად“,  -  ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი. 

სტარტაპ-დეკრეტის პირველ 10 გამარჯვებულს თიბისი სექტემბერში გამოავლენს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები