GE EN
სხვა სიახლეები
მილიარდერი ბანკების რეიტინგი

(17 ბანკიდან ანგარიშგებაში არ მონაწილეობს, ტესტირებად რეჟიმში ოპერირებადი "ჰეში" და "პეივ ჯორჯია", კონსოლიდირებულ მაჩვენებელში ჯერ კიდევ შედის სანქცირებული ვითიბი, ₾452 მლნ-ს აქტივით).ბაზარზე 8 ბანკია 1 მლრდ ლარზე მეტი აქტივებით (>1 მლრდ). მილიარდერთა TOP-8 ში კი სისტემური 2 ბანკის ჯამური წილი 77%-მდეა. კონცენტრაცია მვირედუღ განეიტრალებულია. BOGG/TBC-ის ჯამური წილი შარშან გაზაფხულზე 80%-ის ფაგლებში  იყო.საბანკო სექტორის კაპიტალი  12.2 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.

1711554762

NBG ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

 შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით "ევრობასკეტი 2022"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. 

1711554000

BOGG/TBC-ის წილი ბანკების წმინდა მოგებაში 88%-ია

იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს 2023-ის ანალოგიურ პერიოდისას არ ვადარებთ, რადგან მაშინ ზედამხედველთან ანგარიშგება მხოლოდ სების მეთოდოლოგიით(GAAP) წარმოებდა.სექტორი, სრულად IFRS-ზე (ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა) H1/2023-დან გადავიდა. ლიბერალურმა საზედამხედველო ნორმები პარამეტრები შეცვალა, მათ შორის რეზერვების მოთხოვნაში, რაც შესაბამისად მოგებაში აისახა.

1711547844

ხუთშაბათის შეხვედრების ფოკუსში თაობა Z იქნება

დაინტერესებულ პირებს რიგით მეხუთე ღონისძიებაზე თიბისი ბიზნესისთვის ახალი თემით უბრუნდება -  თაობა Z რა ვიცით და რა არ ვიცით მათზე?დისკუსიის მთავარი ფოკუსი თაობა Z იქნება. დღეს ორგანიზაციები და ბრენდები საინტერესო გამოწვევის წინაშე დგანან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს ერთ სივრცეში და გარემოში უწევთ მუშაობა. როგორ შეიცვალა დრო? როგორ უნდა ვადაპტირდეთ ახალი რეალობისთვის? რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არ უნდა გავითვალისწინოთ. მითები და რეალობა თაობა Z-ის შესახებ.დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ : მედეა ტაბატაძე ინსორსის მმართველი დირექტორი, ბესო კაჭარავა - პოსტრედის დამფუძნებელი და გვანცა მურღვლიანი - თიბისის ადამიანური კაპიტალის მართვის ლიდერი.“ხუთშაბათის შეხვედრების” მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.სარეგისტრაციო ლინკი: https://forms.gle/MhypuaReC5EFNypu9

1711547569

სები კვლევით ნაშრომებს ეკონომისტებთან დისკუსიების ფორმატში განიხილავს

დისკუსიების მიზანი მიმდინარე კვლევებზე უკუკავშირის მიღება, პოტენციური სამომავლო საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება და პროფესიული მსჯელობის ხელშეწყობაა. კვლევითი ნაშრომები, სადაც ავტორების პირადი ხედვები და კვლევის შედეგებია გადმოცემული, ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად.დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ეკონომიკური კვლევების/ანალიზის მიმართულებით მუშაობენ, დისკუსიებზე დასწრების მზაობა არაუგვიანეს 2024 წლის 7 აპრილისა უნდა დაადასტურონ  ელექტრონულ ფოსტაზე: research@nbg.gov.geგთხოვთ, წერილში მიუთითოთ თქვენი დასაქმების ადგილი და პოზიცია.კვლევითი პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების კატეგორიაში.

1711546593

მთავრობამ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ცვლილებები შეიტანა

მთავრობის პრეს–სამსახურის ცნობით, სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები განხორციელდა ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირების საჭიროებების გათვალისწინებით,  იმისათვის, რომ პროექტი მეტად მორგებული იყოს  სხვადასხვა დარგობრივი მიმართულების მოთხოვნებს და არსებულ გამოწვევებს.პროექტის ახალი რედაქციით 2024 წელს, გასული წლების მსგავსად ამოქმედდა  ქვეკომპონენტები - ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისათვის და თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისათვის; ქვეკომპონენტებში - ახალი მრავალწლოვანი კულტურების გაშენებისათვის და მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ ქვეკომპონენტებში დაზუსტდა  პირობები.ერთწლოვანი კულტურების ქვეკომპონენტში ფინანსდება ერთწლოვანი კულტურების მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი. სესხის მოცულობა - 10 000 – 100 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 9%.თხილის პირველადი წარმოების ქვეკომპონენტში ფინანსდება 3 ჰა მეტი ფართობის თხილის ბაღებში მოსავლის მოყვანის ყველა ხარჯი (1 ჰა-ზე არაუმეტეს 3000 ლარი); სესხის მოცულობა - 5 000 – 300 000 ლარი, თანადაფინანსების ვადა - 12 თვე, თანადაფინანსების პროცენტი - 8%.მერძეული, მეხორცული, კომბინირებული მიმართულებისა და სანაშენე ფერმის დაფინანსებისთვის წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბენეფიციარს ექნება ვალდებულება უზრუნველყოს სესხის თანადაფინანსების მოქმედების პერიოდში მეხორცული მიმართულების შემთხვევაში – ერთ სულზე არანაკლებ 1 ჰა საძოვრის ან/და არანაკლებ 0,5 ჰა სახნავის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებობა.აღსანიშნავია თხილის პირველადი წარმოების დაფინანსებისთვის  ქვეკომპონენტში შესული ცვლილება,  რომლითაც ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხის ზედა ზღვარი გაიზარდა და განისაზღვრა 5 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, ასევე თხილის პირველადი წარმოებისთვის მაქსიმალური სესხის მოცულობა, 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით, გაიზარდა და განისაზღვრა არაუმეტეს  3 000 ლარით.„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტს“ სოფლის განვითარების სააგენტო 10 წელიწადზე მეტია ახორციელებს. პროექტის ძირითად ამოცანებს ფერმერების და აგრობიზნესში ჩართული პირების  იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესება წარმოადგენს.

1711546287