ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
შეუძლებელია რომ არ გაუფასურდეს, უნდა შევეგუოთ -ნადარაია
9 ივლისი, 2019, 21:00
შეუძლებელია რომ არ გაუფასურდეს, უნდა შევეგუოთ -ნადარაია

თბილისი (GBC) – კურსი - $1/₾3;  საგარეო ბალანსი -უარყოფითი;  ინფლაცია  - გაზრდილი, სანუგეშოა, რომ არა  2-ნიშნა;  ეკონომიკური ზრდა -2%, მაგრამ სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებული, -  თიბისის მთავარმა ეკონომისტმა $200 მლნ-იანი დანაკლისის $450 მლნ-მდე გაზრდაზე განაცხადა. BMG-სთან ჩართვაში ოთარ ნადარაიამ პროგნოზის გადახედვაზე აღნიშნა,  განახლებულის გაცნობა 10 ივლისისთვის ყველას შეეძლება, თიბისის ეკონომიკურ მიმოხილვაში.

მან კურსზე გარე  და შიდა შოკების მოქმედება გრაფიკულად წარმოადგინა. ხელძღვანელობდა რეალური ეფექტური გაცვლითი კურსით, რომელიც მოიცავს პარტნიორი ქვეყნის ვალუტის წონებს, თავისი ინფლაციით. მისი თქნით, აწევა გარდაუვალია, თუმცა ეკონომისტი დარწმუნებულია, რომ 2-ნიშნას არ მიაღწევს. (სებ-ს უფრო მსუბუქ მოლოდინზე აქვს გაცხადებული, ვიდრე ახალი გამოწვევები გაჩნდებოდა) თქვა, რომ  6-7% ინფლაცია შესაძლებელი იყო თუ $/₾ კურსი 2.82 ნიშნულზე შენარჩუნდებოდა. მისი ვარაუდოთ ინფლაცია 8-9%-მდე, დოლარის კურსი კი 1/3 -მდე აიწევს (5%-ს მისაღწევად $1/₾2.7 -მდე უნდა ჩამოსულიყო).

„თავისთვად შოკი დაგვემატა და  შეუძლებელია რომ არ გაუფასურდეს, ამას უნდა შევეგუოთ“,-  ნადარაია თქმით კანონზომიერია, რომ $1/₾3.05 -დან ლარმა გამყარებისკენ დაიწყოს სვლა. მან  საერთაშორისო შეფასებებზეც აღნიშნა, რაც  დოლარის გამყარების პიკს აჩვენებს. ციკლის დასრულების და ინერციით უკან-უკან სვლის იმედი აქვთ, რაც ასევე კანონზომიერია.

ეკონომისტმა საბალანსო უწყებების ეფექტზეც განაცხადა, სავალუტო მსესხებლების განწყობაზე, მოხმარების შემცირებაზე, რადგან უფრო ნაკლებს სესხულობენ, რაც იმპორტზეც აისახება. ეს კი სავაჭრო ბალანსს გვიუმჯობესებს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები