ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8687        EUR 3.2178        GBP 3.558        RUB 4.567        UAH 1.1094        AZN 1.6929        AMD 6.0191      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: რუსეთთან, რომელსაც შეუძლია 1 სთ-ში ჩაგიკეტოს ყველაფერი, ფრთხილები უნდა ვიყოთ
10 ივლისი, 2019, 18:14
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი: რუსეთთან, რომელსაც შეუძლია 1 სთ-ში ჩაგიკეტოს ყველაფერი, ფრთხილები უნდა ვიყოთ

თბილისი (GBC) - ისეთ ქვეყნებთან, როგორიც რუსეთია, რომელსაც შეუძლია ერთ საათში ჩაგიკეტოს ყველაფერი, საზღვრიდან დაწყებული საჰაერო სივრცით დამთავრებული, ცოტა ფრთხილები უნდა ვიყოთ განცხადებებში” - აცხადებს კომპანია  „ნატახტარისკორპორაციული  საქმეთა დირექტორი  ნიკოლოზ  ხუნძაკიშვილი.

მისი თქმით, პოლიტიკური განცხადებები პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როდესაც $5 მლნ შემოსავლები უნდა შემოსულიყო და ბაზარი იკეტება, ეს სერიოზული დარტყმაა.  ამიტომაც შესაბამისი კრიზისული გეგმა უნდა გქონდეს. თუ კომპანია, ბიზნესი არის პასუხისმგებლიანი ის ყოველთვის დებს  შესაძლო გართულებების  წინააღმდეგ  გეგმას. რუსეთის ბაზარში ადვილად რომ შევდივართ, შესაბამისად მასზე მიბმული ვხდებით. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ზოგადად ბიზნესის, რომ მოვახდინოთ რეგულირება, რომ ჩვენი ექსპორტის რაღაცა წილი, არ გავზარდოთ იმაზე მეტად, რაც შეიძლება მისაღები იყოს კრიზისების დროს. ჩვენ ვსაუბრობთ დიდ ბიზნესზე, კორპორაციებზე, რომელიც კორპორატიულიული კანონებით და სულისკვეთებით იმართლება. ამოსავალი წერტილი ჩვენთვის სტრატეგიული ბიზნეს განვითარების გეგმაა, რომელსაც ვუყურებთ რამდენიმეწლიან ჭრილში, რაც იმას ნიშნავს რომ, როგორც სახელმწიფოში ხდება საფრთხეების შეფასება, ზუსტად ასევე ხდება საფრთხეების შეფასება დიდ კომპანიებში“ - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ამასთან, მისი თქმით, ლარის კურსის და ნებისმიერი საფონდო ბირჟის ინდექსის ცვალებადობა ბუნებრივი პროცესია.

„ნებისმიერი ამ ტიპის განცხადება,  ეკონომიკაზე გავლენას ახდენს, გააჩნია ეს განცხადება რა „სიმძიმის“ იქნება, თუ იქნება ძალიან უხამსი და მიუღებელი, მაშინ შესაბამისად ეს ინდექსი უფრო მეტად უარყოფითისკენ შეიცვლება“ - აცხადებს ბიზნესმენი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები