ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8845        EUR 3.241        GBP 3.6177        RUB 4.5787        UAH 1.1208        AZN 1.6982        AMD 6.0662      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
იდენტობის დაკარგვის საფრთხე ბანკებსაც ემუქრება
11 ივლისი, 2019, 17:58
იდენტობის დაკარგვის საფრთხე ბანკებსაც ემუქრება

თბილისი (GBC) -"ჩემს გარშემო უამრავ შესაფერ მსესხებელს უარი ეთქვა",  - მიხეილ კუკავამ ახალ დღეში (საზმაუ) ზედმეტად პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით შექმნილ რისკებზე განაცხადა, საფრთხეზე, რომ ქართული ბანკები იდენტობადაკარგულ ევროპულ ბანკებს დაემსგავსებიან. ევროკავშირის იმ წარმონაქმნებს, რომლებიც ბიზნესად აღარც აღიქმება, კაპიტალზე და აქტივებზე კატასტროფულად შემცირებული უკუგებით.

აღნიშნა, რომ ბანკი მოგებაზე კონცენტრირებული ორგანიზმია, გაუთვალისწინებელ რისკებს არ გასწევს, თუ მომხამარებელი რისკავს,  მაშინ კი დაბალანსება შეუძლია და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება.

ეკონომისტმა  fith -ის  ბოლო კვლევა მოიხმო, იმის დასტურად რომ  ბანკი რისკის  ყველა პროფესიონალი შემფასებელია, ეს მისი მთავარი საქმიანობის ნაწილია, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს არაგონივრულ რისკს, რაც სარეიტინგო კომპანიის დასკვნაშიცაა. აღნიშნა რეგულაციის ნაკლოვანებებზე, პოსტ ფაქტუმ ცვლილებაზე, სამომხმარებლო ბაზრისთვის 400 მლნ -იან დარტყმაზე, უძრავი ქონების ბაზარზე შექმნილ ახალ გამოწვევებზე, თუმცა ასევე თქვა, რომ სებ-ი რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში თითითსაჩვენებელი ცენტრალური ბანკია, ზრუნას მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლებაზე.

 „უფრო მეტი ლიბერალიზაციაა საჭირო. სახეზეა ეკონომიკაზე აშკარა გავლენა. ჩვენი ეროვნული ბანკი პასუხისმგებლიან მიდგომებს იჩენს ბევრ საკითხთან მიმართებაში. მაგრამ პასუხიმგებლიანი დაკრედიტება ცოტა იმაზე მეტად არის გამკაცრებული, ვიდრე ამას გაამართლებდა ჩვენი ბაზარი", - ამასთან კუკავა აღნიშნავს, რომ  ფინანსურ განსწავლულობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, პოტენციური მსესხებელი გასანათლებელია, მაგრამ შესაფერ მსესხებლებისთვის სესხზე ხელმიუწვდომლობა გაუმართლებელი. 

მას იპოთეკური დაკრედიტების შემსუბუქებაზეც ჰკითხეს, სებ-ის გაცხადებულზე, რომელიც ბანკს მსესხებლის გადახდისუნარიანობის შიდაპროცედურით შეფასების უფლებას ეძლევს, თუმცა  სებ-თან შეთანმებით. ეს მხოლოდ ბინის შეძენის სესხზეა და მკვლევარს მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილი სესხის პირობები სხვა მიზნობრიობითაც უნდა შემსუბუქდეს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები