ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8714        EUR 3.2191        GBP 3.5832        RUB 4.5608        UAH 1.1011        AZN 1.6898        AMD 6.0324      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მგალობლიშვილის ქუჩის ხელახალი რეაბილიტაცია სემეკმა GWP-ს ხარჯებში არ ჩაუთვალა
12 ივლისი, 2019, 12:06
მგალობლიშვილის ქუჩის ხელახალი რეაბილიტაცია სემეკმა GWP-ს ხარჯებში არ ჩაუთვალა

თბილისი (GBC) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ 11 ივლისის საჯარო სხდომაზე განიხილა საკითხი ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ, მგალობლიშვილის ქუჩაზე შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილსადენის განმეორებით დაზიანების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. 

განხილვის შედეგად კომისიამ არაგონივრულად მიიჩნია  სასმელი წყლის მილსადენის ხელმეორედ დაზიანების აღდგენასთან დაკავშირებით კომპანიის მიერ გაწეული დანახარჯები და დაავალა კომისიის აპარატს არ მოხდეს აღნიშნული დანახარჯების ტარიფში ასახვა. 

საკითხი ეხება ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმდებარედ მიმდინარე წლის 3 და 5 ივნისს სასმელი წყლის მილსადენის დაზიანებას, რომლის დროსაც მგალობლიშვილის ქუჩაზე ჩაინგრა გზის საფარი, დაიტბორა მიმდებარე შენობების სარდაფები, მოსახლეობას რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდა სასმელი წყალი. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები