






USD | 2.8598 |
EUR | 3.0488 |
GBP | 3.5725 |
TRY | 0.1755 |

თბილისი (GBC) - “არ ვარ სპეციალისტი, როგორც სხვა ექსპერტები, თუმცა ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, მეც არ მომწონს ეს პროცესი",- ფიქრობს თემურ ჭყონია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე.
მისი განცხადებით, საქართველოს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება სჭირდება.
დიდი თანხები უნდა იხარჯებოდეს წარმოებაში, მშენებლობაში, როგორც ქალაქებში ისე სოფლებში, რათა ტემპი დაჩქარდეს.
მისი აზრით, მოსაგვარებელია ბიუროკრატიული საკითხები, თუკი დიდ ინვესტიციახე განაცხადი შევა, მაქსიმუმ ერთ თვეში ინვესტორს პასუხი უნდა ჰქონდეს. “ქვეყანას სჭირდება სირბილი”, - აცხადებს ბიზნესმენი.
რაც შეეხება ლარის კურსის საკითხს, მისი განცხადებით, იმდენად სუსტი ეკონომიკა გვაქვს, კურსის მერყეობაზე გავლენა ყველა დეტალს აქვს, მათ შორის გარე და შიდა ფაქტორებს.
უნდა
ტარდებოდეს მონიტორინგი, ვის, რა, როდის და როგორ შეუძლია, რაც დღეს ასე არ ხდება.
“კურსს
თუ დავაკვირდებით შედარებით გრძელ ვადაში, იზრდება და შემდგომ სტაბილურდება, თუმცა
ქვემოთ არ მიდის. არ მინდა დამატებითი მოლოდინები შევქმნა და საზოგადოება
შეცდომაში შევიყვანო, თუმცა როგორც უორენ ბაფეტი იტყოდა, ბიზნესთან სალაპარაკო ენა
ბუღალტრული ციფრებია. ამ მხრივ კი საქმე ჯანმრთელად არ არის”, - აცხადებს
ბიზნესმენი.