






USD | 2.8657 |
EUR | 3.0689 |
GBP | 3.6108 |
TRY | 0.1748 |

თბილისი (GBC) -საქართველოსთვის დაწესებული რუსეთის ავიასანქციები,მოულოდნელი და არაკულტურული იყო, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
მისი თქმით, ე.წ. აქცია - “გაატარე ზაფხული საქართველოში” (#SpendyoursummerinGeorgia) უდაოდ ძალიან კარგი და მისასალმებელია, მალევე გავრცელდა მთელ მსოფლიოში, თუმცა ცივილიზებული ქვეყნების საზოგადოებას საკუთარი შვებულება იანვრიდან მაქსიმუმ აპრილის პერიოდამდე უკვე დაგეგმილი და გადახდილიც.ამიტომ, მისი თქმით, სავარაუდოდ აქციაში პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები უფრო იაქტიურებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ფანტასტიკური აქციაა, მაშინ როდესაც უკვე შუა ზაფხულია, თვენახევარში ჭყონიას აზრით ამ ყველაფრის აღდგენა შეუძლებელია.
მისი თქმით, რუსი დამსვენებლები მის სასტუმროში მაინც ჩამოვიდნენ, გაუქმდა აგვისტოს რამდენიმე ჯავშანი.
"მიუხედავად იმისა, რომ
ახლა ჯაზფესტივალის პერიოდია, სასტუმრო სრულად არაა დატვირთული. კარგი თემაა ჯაზფესტივალი, თუმცა
ფაქტია, რომ ის რასაც ვაკეთებთ საკმარისი არ არის. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ,
მეტად მოქნილები უნდა ვიყოთ. არასაკმარისია გამოცდილება, საჭიროა კონსულტაციები
უცხოელებთან, ტრენინგები", - თემურ ჭყონია.