ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8818        EUR 3.2158        GBP 3.7639        RUB 4.6718        UAH 1.2014        AZN 1.6944        AMD 6.0059      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ოქროს მაძიებელს გადასახადი 10-ჯერ უმცირდება
16 ივლისი, 2019, 17:41
ოქროს მაძიებელს გადასახადი 10-ჯერ უმცირდება

თბილისი (GBC) – წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობები იცვლება. წიაღისეული მარაგების კვლევა-ძიებისთვის ინვესტორს   1 ჰა-ზე გადასახადი 10-ჯერ უმცირდება 500 ლარის ნაცვლად 50 ლარს გადაიხდის. ამასთან მას  მარაგების  დამტკიცების ყოველ ჯერზე  ათვისების გეგმას აღარ მოსთხოვენ. გადასახადებს ფაქტიურად მოპოვებული მარაგების მიხედვით დაუთვლიან. 


ბაზრის მონაწილეებს რეფორმისგან დიდი მოლოდინი აქვს.  ჯონი შუბითიძე (კავკასიის სამთო ჯგუფი ) აღნიშნავს რომ ახალი ჩარჩო რეგულირება სახელმწიფოს და  კონტრაქტორის უფლებებს თანაბრად დაიცავს. გეოლოგი ზარალის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილების საჭირობაზეც აცხადებს, რაც მხარეებს შორის  დაუსრულებელი დავის საგანი ხდება და არსებული კანონმდებლობით ვერ გვაერდება. ახალი ფორმულა მომპოვებლების მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზარალს დათვლადს ხდის.


"კავკასიის სამთოს ჯგუფი"  შესწავლით სამუშაოებს 371 კმ² -ზე  აწარმოებს. ის ₾50-იანი  ტარიფით ვერ სარგებლობს.  ჯონი შუბითიძე რეფორმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას -  ლიცენზიანტს არანაირი დათქმის და  საფასურის  ნაცვლად არ შეეძლება  ეკოლოგიური საკითხებისგან გამიჯვნა და ვალდებულებებისგან თავის არიდება.  გასულ წლებში კი ლიცენზიანტებთან ეს გარკვეული შეთანხმების  საფუძველი იყო.  

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  წიაღის რეფორმის  II ფაზის მომსახურე კომპანიის შესარჩევი ტენდერი მიმდინარეობს, რომელიც EBRD -იმ გამოაცხადა, თუმცა არ წიაღის სააგენტო და არც ევრობანკი განაცხადების რაოდენობას არ ამხელს.

სამინისტროს ცნობით, რეფორმის მე-2 ფაზა მომავალ წელს დასრულდება,ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით, რომელიც რიალტის სისტემასაც გულისმობს.

ოფიციალური სტატისტით, წიაღის სფეროსადმი ინვესტორების ინტერესი გაზრდილია. H1/2019 -ის მდგომარეობი, 329 ლიცენზიაა გაცემული და ₾65,4 მლნ  ინვესტირებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები