






USD | 2.8657 |
EUR | 3.0689 |
GBP | 3.6108 |
TRY | 0.1748 |

თბილისი (GBC) - ევროსასამართლოს უმძიმესი გადაწყვეტილების მიუხედავად ტელევიზიას აქვს შანსი დიდ პალატას მიმართოს და საქმე შემოატრიალოს. ნიკა გვარამიამ იუსტიციის მინისტრს უთხრა, რომ შეჩერების გაუქმება არ ნიშნავს ქიბარ ხალვაშისთვის ქონების დაკანონებას.დარეგისტრირებაში ის თანამდებობრივ დანაშაულის ნიშნებსაც ხედავს, რადგან დიდი პალატის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
მესაკუთრის შეცვლის გამო ტელევიზიაზე უარის თქმას არ აპირებს. განაცხადა რომ მისი გარანტიები კონტრაქტით არის გამაგრებული და გამიზნულადაც ჩაიდო დამატებითი პირობები, მისი ხელშეუხებლობისთვის. გვარამიას თქმით მხოლოდ მაშინ წავა, თუ მისი გუნდი მიიჩნევს რომ წასვლა ჯობს. კონტრაქტის 2020 წლის 31 დეკემბერს ეწურება. ხალვაშის ადვოკატი მესაკუთრის უუფლებობაზე გვარამიას განცხადებას ნონსენსად აფასებს.