






USD | 2.7089 |
EUR | 2.788 |
GBP | 3.2829 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - მამუკა ხაზარაძე დანებებას არ აპირებს. „ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ბევრი რამე მინახავს, რომ ასეთი შოუებისთვის ჩვენ გულის ფანცქალი დაგვეწყო“.
ამბობს,
რომ მოძრაობა გაგრძელდება, რადგან ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი ევროპული ორიენტაციის.
პროკურატურაში
მისული ბიზნესმენი მის დაკავებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ბრალდება ანაკლიის წინააღმდეგ არის მიმართული.
„თუ ვინმეს ჰგონია ანაკლიის პროექტი არის მამუკა ხაზარაძის
პროექტი, ცდება - ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი. ეს საქართველოს ახალი
გზაა, ეს არის გარღვევა, ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა
ხაზარაძემ.
მან ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე განაცხადა, რომ ქაოსია და არ არის ორიენტირებული მშენებლობაზე. „არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე აწყობილი პოლიტიკა.“
ამბობს, რომ საქართველოში გუშინ დაბრუნდა.„კიდევ ერთი ქართველი დაიბადა ჩემი შვილიშვილი, გახარებული ჩამოვედი და ეს სიურპრიზი დამხვდა“- განაცხადა ბიზსნემენმა.