ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9232        EUR 3.2395        GBP 3.5561        RUB 4.4227        UAH 1.1628        AZN 1.7194        AMD 6.1476      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
გოცირიძე გვენეტაძის კანადელი კოლეგით დაინტერესდა
2 აგვისტო, 2019, 13:58
გოცირიძე გვენეტაძის კანადელი კოლეგით დაინტერესდა

თბილისი (GBC) – “რატომ უნდა იყოს კობა გვენეტაძე, რომელსაც არანაკლები ბიოგრაფია აქვს, ვიდრე კანადის სასათბურე პირობებში გამოზრდილ, თუნდაც მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის ეგზოტიკური იდეების მიმდევარი”, - რომან გოცირიძე   სებ-ის პრეზიდენტისგან პასუხს სოციალურ ქსელით ელის, რატომ მოხიბლა საშუალო სტატისტიკურმა მუშაკმა და მუდმივად რატომ გვიყვება, რა თქვა კანადის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა: „მონეტარული აგრეგატები კი არ დავივიწყეთ, მონეტარულმა აგრეგატებმა დაგვტოვა ჩვენ”.

ასევე „ფულის მასის ზრდა/კლებას ნუ მივანიჭებთ მნიშვნელობას, არაფერს გვაჩვენებს“, - თუმცა ეს  სებ-ის პოზიცია იყო კობა  გვენეტაძის პრეზიდენტობისას და მისი წინამორბედის გიორგი ქადაგიძის მმართველობის პერიოდშიც, რომ ფულად აგრეგატებზე დაკვირვება მონეტარული პოლიტიკის შესაფასებლად არაინფორმაციულია. მონეტარული თარგეთირებიდან ინფლაციის თარგეთირებაზე გადასვლაც ამან განაოპირობა.

 რომან  გოცირიძე წერს, როგორ დააინტერესა გვენეტაძემ კანადის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტით და მოიკითხა, თუმცა 60 წლის, სტანდარტური განათლების კადრით ვერ მოიხიბლა, - „ბაკლავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორი,  15 წელი იმუშავა კანადის ცენტრალურ ბანკში, არ იჯდა ალბათ 1 მაგიდაზე ან შეიძლება იჯდა კიდეც, 11 წ. უმუშავია სახელმწიფო საექსპორტო-საკრედიტო სააგენტოში და ბოლოს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად“.

-ბატონ კობას რომ ეთქვა, ამ იდეის ავტორის პროფესიული კარიერა ყალიბდებოდა იმ დროს, როცა ევროზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო, როცა არსებობდა ერთი დიდი ქვეყანა, რომელსაც ლამის მსოფლიოს ნახევარი ეჭირა, იმ ქვეყანაში იყო 15 ქვესახელმწიფო და კიდევ ორჯერ მეტი სახელმწიფუნიები, ჰქონდათ ერთი ვალუტა და ერთიანი მონეტარული და საფინანსო სისტემა, მერე დაინგრა ეს სახელმწიფო, გაჩნდა თხუთმეტი ახალი ვალუტა, მაგრამ სანამ ესენი გაჩნდებოდა, ამ თხუტმეტივეს თავიანთ ვალუტად ჰქონდათ მტერი სახელმწიფოს ფული, რომელსაც ფულის სასიკეთო ფუნქციის გარდა სამტრო როლიც ეკისრებოდა, მერე ომებში, ნგრევაში, შიმშილში, დაცემაში, წამოდგომაში და აღმავლობაში გამოიჭედნენ ეს ახალი ვალუტები, იქმნებოდა ახალი დამოუკიდებელი ეკონომიკები და სადაც ადამიანებმა გამოიარეს იმდენი რამ, რაც ცივილიზებულ ევროპაში ხუთი სიცოცხლის მანძილზეც რომ არ ჰქონდათ გამოვლილი და ჩემო გერასიმე ( დოჩანაშვილს დაესესხა)  ”და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი”.

კანადის ბანკირი აქ უნდა ჩამოდიოდეს სემინარებზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები