ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9232        EUR 3.2395        GBP 3.5561        RUB 4.4227        UAH 1.1628        AZN 1.7194        AMD 6.1476      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაგთიმ eSIM -ი გამოიტანა
მარიამ მინაძე
2 აგვისტო, 2019, 14:18
მაგთიმ eSIM -ი გამოიტანა

თბილისი (GBC) - მაგთიკომმა უახლესი ტექნოლოგია eSIM (Embedded SIM - იგივე "ჩაშენებული ბარათი") დანერგა, პირველმა საქართველოში.

eSim მობილური მოწყობილობის ძირითად მიკროსქემაზე მიმაგრებული მიკროჩიპია ( 6 მმ სიგრძის და 5 მმ სიგანის მართხკუთხედი),კლასიკური Sim ბარათის ფუნქციით.

GSMA (eSim-ის სტანდარტის შემქმნელი, მისი მხარდამჭერი ინფრასტრუქტურის და ეკოსისტემის ოპერატორი) აღნიშნავს, რომ Sim-ი არ ქრება  და მისი როლი მობილურ კავშირგაბმულობაში იგივე რჩება. იცვლება მხოლოდ ფიზიკური ფორმა და შესაბამისად, იმ წესებისა და პროცედურების ნაწილი, რომელიც უწინ პლასტმასზე დატანილი Sim-ების დამზადების, პერსონალიზაციის, გავრცელებისა და შემდგომში მართვისთვის გამოიყენებოდა.

eSim-ით აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური მოწყობილობები; iPhone Xr, iPhone Xs, iPhone Xs Max, Google-ის Pixel 3 და Pixel 3 XL. გარდა ტელეფონებისა, eSim ინტეგრირებულია Apple Watch Series 3, Apple Watch Series 4 და Samsung Gear S3 "ჭკვიან საათებში".

მაგთიკომის განცხადებით, eSIM-ის მხარდაჭერა აქვს საქართველოში Apple-ის ოფიციალურ რესელერებთან შეძენილ შემდეგ უახლეს მოდელებს: iPhone XR , iPhone XS, iPhone XS MAX, თუმცა, eSIM-ის მხარდაჭერა შესაძლოა, ჰქონდეს სხვა მოდელებსაც, კონკრეტულ მწარმოებლებთან დაზუსტებით.

eSIM-ის გააქტიურება  SIM ბარათთან ერთადაც შესაძლებელია და შესაბამისად, 2 ნომრით ერთდროულად სარგებლობა. eSIM-ს  ოპერატორისგან ერთჯერად QR კოდით  გაიაქტიურებს.

eSIM-ით თითოეული სააბონენტო ნომრის ქსელში ჩართვის ღირებულება - 10 ლარია, არსებული აბონენტისთვის სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის ღირებულება - 10 ლარი, eSIM-ის დაზიანების/წაშლის შემთხვევაში, eSIM-ის შეცვლის ღირებულება - 5 ლარია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები