ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9608        EUR 3.2566        GBP 3.807        RUB 4.6227        UAH 1.2215        AZN 1.742        AMD 6.2006      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყველა კომპანია დამოუკიდებელია საფასო სტრატეგიის შერჩევაში - ომბუდსმენი
5 აგვისტო, 2019, 18:42
ყველა კომპანია დამოუკიდებელია  საფასო სტრატეგიის შერჩევაში - ომბუდსმენი

თბილისი (GBC) – ლარის გაუფასურების გამო, ფასების შესაძლო მატებაზე კონკურენციის სააგენტოს პრეტენზიას ბიზნესომბუდსმენი ეხმაურება. ირაკლი ლექვინაძე  ბიზნეს ასოციაციის, დისტრიბუტორთა , ხორბლის და ფქვილის,, მეფრინველეობის განვითარების ასოციაციების და ნავთობიმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა.

მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ ბიზნესში გაუგებრობა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით  სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება.

„ყველა კომპანია დამოუკიდებელია საკუთარი საფასო სტრატეგიის შერჩევაში და ბაზარზე არსებული სიტუაციის და კონკურენციის გათვალისწინებით თავად ახდენს სამომხმარებლო ფასის ფორმირებას. კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია განმარტების მიღება ასოციაციების მხრიდან და არა მოკვლევის დაწყება ამ საკითხზე, თუმცა განცხადებამ რიგ კომპანიებში გაუგებრობა გამოიწვია. სასურველია, რომ მსგავსი შემთხვევის დროს ბიზნესასოციაციებთან კომუნიკაციის ფორმა სწორად იყოს შერჩეული, რათა ამან არ გამოიწვიოს ბუნდოვანება.ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია კონკურენციის სააგენტოსთან და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით კონკურენციის სააგენტოს მხრიდან არ იგეგმება მოკვლევის დაწყება.“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები