ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
IFC--ი მეწარმე ქალებისთვის რესურს BOG-ის გამოუყოფს
8 აგვისტო, 2019, 13:27
IFC--ი მეწარმე ქალებისთვის რესურს  BOG-ის  გამოუყოფს

თბილისი (GBC)- საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) განაცხადა საქართველოს ბანკისთვის 100 მლნ ლარის (დაახლოებით  35 მლნ. აშშ დოლარის) მოცულობის გრძელვადიანი სესხის გამოყოფაზე,  მცირე ბიზნესისა და ქალი მეწარმეების დაფინანსების ხელშეწყობისთვის.

ინვესტიცია ხორციელდება „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ პროგრამის მხარდაჭერით, რაც IFC–ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივაა და ქალი მეწარმეებისთვის კაპიტალზე წვდომას უწყობს ხელს.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის (2017 – 2018) თანახმად, საქართველოში დაფინანსებაზე წვდომა რიგით მეო ყველაზე აქტუალურ საკითხად დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ  მცირე და საშუალო საწარმოები საქართველოს კომპანიების უმრავლესობას შეადგენენ, მათზე საბანკო სესხების მხოლოდ 20 პროცენტი მოდის. IFC–ის შეფასებით, მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების დეფიციტი საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარია, რომლის 43 პროცენტს 2017 წლის MSME დაფინანსების დეფიციტის ანგარიშის მიხედვით ქალთა მფლობელობაში არსებული საწარმოები შეადგენს

IFC-ის ინვესტიციის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას, რისთვისაც საქართველოს ბანკს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლარით დაკრედიტებისთვის ფინანსურ რესურსს გამოუყოფს. ამ თანხის მეოთხედი ქალთა მფლობელობაში არსებული საწარმოებისთვის იქნება გამიზნული.

 საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა: „ქართული ეკონომიკის  დედოლარიზაციის ფონზე, IFC-სთან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას. IFC-ისგან მიღებული ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტება. სწორედ ამ სეგმენტის დაფინანსებაში ვხედავთ ქართული ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალებას. IFC-ისა და Goldman Sachs „10,000 ქალი“-ის ერთობლივი პროგრამა მეწარმე ქალებისთვის ფინანსური თანადგომის მიზნით არის შექმნილი და აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ ამ მიმართულებით.“

IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა განაცხადა: „IFC აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან ლარით დაკრედიტების მოცულობის გასაზრდელად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე საწარმოების განვითარებისთვის. აღნიშნული საწარმოები  ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ქალ მეწარმეებს  ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ასეთ დაფინანსებაზე. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მცირე ბიზნესის დაფინანსებას, რაც აუცილებელი პირობაა მათი გაფართოებისთვის, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად.“

 პროგრამა  „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ IFC-საბანკო სერვისების ქალთა პროგრამის და Goldman Sachs-მა ინიციატივის ფარგლებში „10,000 ქალი“ 2014 წელს შეიმუშავეს.  დღეისათვის ამ პროგრამის ფარგლებში IFC-მ განვითარებად ქვეყნებში 53,000-მდე ქალი დააფინანსა მთლიანობაში 1.4 მლრდ. აშშ დოლარით.

 „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მეწარმე ქალებისთვის დაფინანსებაზე წვდომის გაფართოებას და ბიზნესის სფეროში მათი განათლების დონის ამაღლებას. ეს  პარტნიორობა გამოცდილ ადგილობრივ ინსტიტუტთან მუშაობის საშუალებას გვაძლევს, რაც უფრო მეტ ქალ მეწარმეს დაეხმარება ბიზნესის გაფართოებაში და საქართველოში 2.1 მლრდ. აშშ დოლარის დაფინანსების დეფიციტის შევსებას შეუწყობს ხელს,“ აღნიშნა Goldman Sachs-ის „10,000 ქალი“ ინიციატივის დირექტორმა კრისტინა შაპირომ.

IFC-ის საბანკო სერვისების ქალთა პროგრამა ბანკებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფას და მათთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევას ითვალისწინებს, რაც ქალთა მფლობელობაში არსებული საწარმოების დაფინანსებას უწყობს ხელს. ამ პროგრამის ფარგლებში პირველი სესხი საქართველოში 2012 წელს საქართველოს ბანკმა მიიღო, რამაც ხელი შეუწყო ბანკს ქალთა მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო კომპანიები დაეფინანსებინა. დღეისათვის კომპანიები, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ ან ფლობენ, საქართველოს ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის პორტფელის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ბანკი ამ მაჩვენებლის ასამაღლებლად მუშაობას აგრძელებს და კლიენტებს ბიზნესის გასაფართოებლად საჭირო კონსულტაციებით და ტრენინგებით ეხმარება.

 საქართველო IFC-ის წევრი და აქციონერი 1995 წელს გახდა. მას შემდეგ, IFC-ის გრძელვადიანმა ინვესტიციებმა საქართველოში 1.98 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 61 პროექტში საფინანსო, აგრობიზნესის, წარმოების და ინფრასტრუქტურის სექტორებში. ამ თანხიდან დაახლოებით 980 მილიონი აშშ დოლარი პარტნიორებისგან იქნა მოზიდული. გარდა ამისა, IFC-მ 394 მლნ. აშშ დოლარამდე ღირებულების სავაჭრო ტრანზაქციებს შეუწყო ხელი ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში და განახორციელა  საკონსულტაციო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს კერძო სექტორის განვითარებას. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები