






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა IFC-თან თანაშრომლობაში კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა და ეროვნულ ვალუტაში მნიშვნელოვანი ტრანზაქცია განახორციელა. IFC-ისგან მიღებული ლარში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების გაზრდას შეგვაძლებინებს. სწორედ ამ სეგმენტის დაფინანსებაში ვხედავთ ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის ზრდისა და ქართული ეკონომიკის მხარდაჭერის საშუალებას. IFC-ისა და Goldman Sachs „10,000 ქალი“-ის ერთობლივი პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ მხარდაჭერა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს მეწარმე ქალებისთვის მეტი ფინანსური თანადგომის გაწევისთვის და ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას. ქართული ეკონომიკის დედოლარიზაციის ფონზე, IFC-თან წარმატებით შემდგარი ტრანზაქცია საქართველოს ბანკის, როგორც საქართველოს ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში წამყვანი კრედიტორის პოზიციას, კიდევ უფრო განამტკიცებს“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ბანკმა კორპორაციასთან (IFC)
100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა
დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის- „შესაძლებლობები
მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs
Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ
მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის
ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული
ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს
ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart-ი განახორციელებს.