






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) - თიბისი სტატუს მომხმარებელს ახალ ციფრულ ნაკრებს სთავაზობს. მათ,
ვისთვისაც საბანკო პროდუქტებით სარგებლობა ყოველდღიურობის ნაწილია, ვისაც ურჩევნია
დამოუკიდებლად, პერსონალური ბანკირის გარშე მართოს საკუთარი ფინანსები და საბანკო
ოპერაციები.
ნაკრები ტრადიციულ ნაკრებში შემავალ ყველა უპირატესობას და პროდუქტს აერთიანებს, პერსონალური ბანკირის გარდა. სავაჭრო ფასდაკლებებით. სტატუს კონსიერჟი კი სხვადასხვა მოთხოვნების განხორციელებაში დაეხმარება.
ნაკრების საბანკო და არასაბანკო პროდუქტების სრული სია:
-საბანკო პროდუქტები:
პრემიუმ კლასის VISA/MASTERCARD PLATINUM ბარათი:
თანხის უფასო განაღდების პირობა ბარათიდან თიბისის და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში
დღიური განაღდების მაღალი ლიმიტი ბანკომატში
ბარათზე არსებულ ნაშთზე სარგებლის
დარიცხვის პირობა
ბარათის უსაფრთხოების უფასო „პრემიუმ"მომსახურება
ფიქსირებული ტარიფები საბანკო
გადარიცხვებზე
შეღავათიანი ტარიფები შემნახველი და
მიმდინარე ანგარიშებიდან თანხის განაღდებაზე
განსაკუთრებული შეთავაზებები სადაზღვევო პროდუქტებზე
ცნობა და ამონაწერი უფასოდ
პრიორიტეტული რიგის მართვის ბარათი
სტატუს ცენტრის მომსახურება
24/7
-არასაბანკო პროდუქტები:
კონსიერჟ მომსახურება
ფასდაკლებები 150-ზე მეტ სავაჭრო
ობიექტში
მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ტრენინგები, მასტერკლასები და ღონისძიებები
აეროპორტების ლაუნჯებზე წვდომის ბარათი (Lounge Key; Priority Pass)
სტატუს ციფრული ნაკრების ყოველთვიური ღირებულება 10 ლარია.
.