






USD | 3.3252 |
EUR | 3.9976 |
GBP | 4.6187 |
TRY | 0.4537 |

თბილისი (GBC) – შეიხები „ტერაბანკს“ გასაყიდად ამზადებენ. ნაჰაიან ბინ მუბარაქ ალ ნაჰაიანი 2 წლის წინ კი უარყოფდა. არათუ გაყიდვა, ინვესტიციების გაორმაგებას, სფეროების დამატებას აპირებდა: უძრავი ქონების ბაზარი, სასტუმრო ბიზნესი, საზღვაო/საჰაერო სატრანსპორტო მიმართულება. მას პორტით და აეროპორტის მართვაში შესვლის დაინტერესებაზეც აქვს გაცხადებული.
შეგახსენებთ, არაბული ჯგუფი ფლობს „ბილთმორს“, კაზინოსთან JEWEL მრავალწლიანი ხელშეკრულებით ( „დაბი ჯგუფმა" „იმელის" შენობის 80%-იანი წილი 2008 წლის მარტში, კომპანია „კაპიტალ ვოსტოკისგან", $22 მლნ -ად შეიძინა. სასტუმროს მმართველად ჯერ „კემპინსკი" დასახელდა, ბოლოს „მილენიუმის" ქსელი გადაწყდა. ფლობდა სატელეკომუნიკაციო ლიცენზიასაც -ვარიდ-ტელეკომი.
არაბი
შეიხების თბილისური სასტუმრო წარმატებულად ოპერირებს. გახსნიდან პირველივე 1.5
წლის განმავლობში მფლობელებმა ₾35 მლნ-ზე მატი მიიღეს (2018 წლის მონაცემები)
66.30% შეიხ ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანს ეკუთვნის, 20.22% შეიხ მოჰამედ ბუტი ალ ჯამედს , 13.4 % შეიხ სურურ ბინ მოჰამედ ალენაჰიანს,. ამასთან, საბოლოო მაკონტროლებელი პირი შეიხი ნაჰიან მუბარაქ ალ ნაჰიანია, რომელიც ასევე ფლობს „ტერაბანკს“, რომლის კაპიტალი, H1/2019 -ის მდგომარეობით, სექტორში ყველაზე მომგებიანია. უკუგების კოეფიციენტი (ROE) - 2,67%.
თუმცა
მყიდველის შემაფერხებელი რამდენიმე
ფაქტორია, მათ შორის ფილიალის რამდინიმემუხლშეფარდებული (მათ შორის ფულის გათეთრების) მმართველი და დაუსრულებელი
დავა, რომელიც სააპელაციო სასამართლოშია. ნახევარი მილიონი აქვს ბანკს კლიენტისთვის
გასასტუმრებელი, მისი ხელმოწერის გაყალბებით 800 000-ის გატანისთვის. ბანკი, კლიენტის ადვოკატის თქმით, გადახდას აჭიანურებს, მაგრამ მაინც მოუწევს.
გავრცელებული
ინფორმაციით, ბანკს მფლობელები სასტუმროსთან
ერთ პაკეტად ყიდიან.