ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9232        EUR 3.2395        GBP 3.5561        RUB 4.4227        UAH 1.1628        AZN 1.7194        AMD 6.1476      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს
9 აგვისტო, 2019, 14:06
ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს

თბილისი (GBC) - პროკურატურის განცხადება: გამოძიება 20/07/2019 დაიწყო„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

საქმეს საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება, შესაძლო დანაშაულზე.TV-ის დირექტორის  პაატა სალიას.

გამოტანილია დადგენილება ნიკა  გვარამიას  ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.  

ნიკა გვარამიას მიერ შესაძლო ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ნიკა გვარამია 2012 წლის ნოემბრიდან დირექტორი, 2014 წლის სექტემბრიდან გენდირექტორის იყო. ის ბოროტად იყენებდა წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად,.

რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე, კერძოდ, 16/01/2015 მან ხელშეკრულება გააფორმა „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები - ზ.გ.  და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ზ.ი. და ხ და დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.ანაზღაურება, ,,ინტერ მედია პლიუსის“ მიერ  ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.  ნიკა გვარამია მოქმედებდა "რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის გამორჩენის მისაღებად, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი.

"რუსთავი 2“-ის  დეკლარირებულმა ზარალმა ₾ 7 377 230  შეადგინა, “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ - ₾ 8 690 664 ლარი.

მიმდინარეობს გამოძიება „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლისთვის. დადგენილია, 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) კომპანიის საკუთრებაში მიღებულ 2 ბინაზე, თბილისის ცენტრალურ უბანში,₾565 226  ღირებულების. 2017 წლის მარტში,  ორივე გვარამიას გადაეცა საკუთრებაში, რომელმაც  ივლის- სექტემბერში გაყიდა, ₾602 521-ად.

ნიკა  გვარამია  დღეს დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში  ბრალდების შესახებ დადგენილების  წარდგენის  მიზნით. შემდეგ პროკურატურა სასამართლოს მიმართავს,აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები