ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8781        EUR 3.2002        GBP 3.7556        RUB 4.6888        UAH 1.1842        AZN 1.695        AMD 5.9994      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თურნავამ და ბაუერმა ჩინეთის ფორუმის საკითხები გაიარეს
14 აგვისტო, 2019, 14:06
თურნავამ და ბაუერმა ჩინეთის ფორუმის საკითხები გაიარეს

თბილისი (GBC) – „ბლუმბერგის მედია ჯგუფთან"თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს  ნათია თურნავა შეხვდა.  „ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს“ შორის კონტრაქტი გაფორმდა. „ბლუმბერგის“ მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.

ისაუბრეს, საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც 2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება.

ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები