ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1761        EUR 3.5366        GBP 3.9161        RUB 4.5026        UAH 1.1824        AZN 1.8634        AMD 6.5659      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონტი ჯგუფმა ანაკლიის პორტის პროექტი დატოვა
15 აგვისტო, 2019, 14:10
კონტი ჯგუფმა ანაკლიის პორტის პროექტი დატოვა

თბილისი (GBC) - ამერიკულმა „კონტი ჯგუფმა“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დატოვა.

სააგენტო "აქცენტის" ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები გახდა. კერძოდ, ის გარემოება, რომ მთავრობასა და პროექტის ინვესტორ ბანკებს შორის ამ დრომდე არაა მიღწეული შეთანხმება, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენელთა რიტორიკისა, რომ ისინი მხარს უჭერენ პროექტს და კონსორციუმს.

კონტი და თიბისი ჰოლდინგი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმში" თანაბარ 42-42%-იან წილს ფლობდნენ. 

კონტი ჯგუფის მფლოებლი 2019 წლის იანვარში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სამეთვალყურეო საბჭოდან გავიდა, მაშინ მიზეზად ანაკლიის პროექტის აქტიურ ფაზაში გადასვლა დასახელდა, რის გამოც გადაწყვეტილებების მიღებითვის   საბჭოს მუშაობაში მისი წევრების  ყოველდღიურ ჩართულობა იყო აუციელებელი. 

რა ბედი ელის პროექტს, რომელის დაწყება ისედაც გაჭიანურებული იყო, უცნობია.  

ამ თვის ბოლომდე "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პოსტებს ტოვებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. 

”მამუკამ და ბადრიმ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის რანგში დიდი წვლილი შეიტანეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წინსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტის განვითარებაში”, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა, - ”თუმცა, მათ წინააღმდეგ წამოწყებული სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, (რაც არ არის იურიდიულად დაკავშირებული „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ან ანაკლიის პორტის პროექტთან)  ხაზარაძემ და  ჯაფარიძემ  სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გადადგომა გადაწყვიტეს, რათა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მათ წინააღმდეგ მიმართული სასამართლო პროცესის შესაძლო უარყოფითი შედეგებისგან დაიცვან.


კონსორციუმმა განაცხადა, რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების ორი მოქალაქე და საფრანგეთის ერთი მოქალაქე. კერძოდ, 

მაიკლ ქაუგილი ( საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი);  თედ ჯონასი - საერთაშორისო იურიდიული კომპანიის Dentons-ის უფროსი მრჩეველი)  ჟან-პატრიკ ვუაზა  (Concorde Capital-ის პრეზიდენტი) საბჭოში თვის ბოლოს შევლენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები