ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1761        EUR 3.5366        GBP 3.9161        RUB 4.5026        UAH 1.1824        AZN 1.8634        AMD 6.5659      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ანაკლიის კონსორციუმი მთავრობასთან განახლებული მე-8 პუნქტით მიდის
15 აგვისტო, 2019, 20:40
ანაკლიის კონსორციუმი მთავრობასთან განახლებული მე-8 პუნქტით მიდის

თბილისი (GBC) – ანაკლიის კონსორციუმმა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინა ხელშეკრულება, ჯამური ღირებულებით USD 200+ მილიონი, რაც არ მოიცავს სამშენებლო ეტაპებს, მათ შორის ამწეების, ასევე დაღრმავების სამუშაოებს, რომლის I ეტაპი  ჰოლანდიურმა კომპანიამ ჩაატარა  და II ეტაპია გასავლელი. პროექტის მთლიანი ღირებულება - $600 მლნ-ია

ფრანგული - Eiffage, შვეიცარული - ABB, ქართული - Caucasus Road Project -გრძელვადიან კონტრაქტის შეთანხმებაზე ლევან ახვლედიანმა  TV პირველზე ისაუბრა. თქვა, რომ კონსორციუმიდან გასვლაზე კონტი ჯგუფის გადარწმუნებას შეეცადნენ, მაგრამ ვერ მოხერხდა. ჯაფარიძე/ ხაზარაძის ფაქტორის  გავლენაზე აღნიშნა, თუმცა ეს გადამწყვეტი არ იყო. კონტის გასვლა არ არის კრიტიკული, არ ნიშნავს დასავლური ვექტორის შეცვლას. ის ბოლო 2 წელი ხელშეკრულებების გაფორმებაში აღარც მონაწილეობდა. 42% -ს მფლობელი კი იყო თუმცა $70 მლნ ინვესტიციაში მცირე წილით წარმოდგენილი.

 "ბევრი  პოტენციური  ინვესტორი დაგვიფრთხო", - ახვლედიანი დამფუძნებლების ბოლოდროინდელ დისკრედიტაციის კამპანიაზე მსუბუქად საუბრობს, წინ მოლაპარაკების საშემოდგომო რაუნდია და მთავრობა შემხვედრ ნაბიჯებზე უნდა წამოიყვანონ.

ბევრი ინვესტორი გააქციეს, თუმცა ბევრიც შემოიკრიბეს, მათ შორის SSA მარინი. მისი თქმით,  ახალი ხელშეკრულება ფინანსური შეთანხმების  დახურვისთანავე მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებს. მთავრობას  კონსორციუმი  სექტემბერში მე-8 პუნქტის ალტერნატივას წარუდგენს, უფრო მსუბუქს.  უფრო რისკებდაბალანსებულს და დაყაბულების იმედი აქვთ. 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები