ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8944        EUR 3.1914        GBP 3.7893        RUB 4.6313        UAH 1.1759        AZN 1.7045        AMD 6.0464      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უმუშევრობის დონე შემცირდა
19 აგვისტო, 2019, 11:14
უმუშევრობის დონე შემცირდა

თბილისი (GBC) - 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

როგორც ქალაქის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია, შესაბამისად, 0.2 და 0.1 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.6 პროცენტული პუნქტით.

2019 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.2 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები