ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0614        EUR 3.4673        GBP 3.8568        RUB 4.318        UAH 1.1296        AZN 1.8008        AMD 6.3235      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ხაზარაძე: პირდაპირ მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვეშ ჩამალულებს - არაფერი გამოგივათ
22 აგვისტო, 2019, 20:14
ხაზარაძე: პირდაპირ მოვუწოდებ რუსული პაგონების ქვეშ ჩამალულებს - არაფერი გამოგივათ

თბილისი (GBC) - მაინც ავაშენებთ, - ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი მაინც აშენდება.

ბიზნესმენი საზოგადოებას იმ შიდა დინებებს გააცნობას ჰპირდება,  რუსული გავლენის სახით, ე.წ „მეხუთე კოლონების“ მოქმედებებს სამთავრობო უწყებებში, რაც მიმდინარეობდა ანაკლიის პორტის წინააღმდეგ.

ანაკლიას ავაშენებთ, ავაშენებთ ჩვენი პარტნიორი ამერიკის და ევროპის ინვესტიციებით, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი არის არა მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, არამედ შემოტრიალება ერთხელ და სამუდამოდ ევროპისკენ, არის უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის გარანტია.

ბიზნესმენმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.

"შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელნი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს, რომ ამის მეშინია, ან ვინმეს ეშინია – ან ყადაღის დადების, გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ სამგორი ჯგუფის დამფუძნებელ ავთო წერეთელს ბრალი წარუდგინა. საქმის მთავარ ფიგურანტებს კი, ბრალი დაუზუსტა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები