ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9608        EUR 3.2566        GBP 3.807        RUB 4.6227        UAH 1.2215        AZN 1.742        AMD 6.2006      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თიბისი კომერციული იპოთეკა სტატუს კლიენტებისთვის
30 აგვისტო, 2019, 17:29
თიბისი კომერციული იპოთეკა სტატუს კლიენტებისთვის

თბილისი (GBC) - თიბისი ბანკი სტატუს მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს, რომელიც მათ მომავალში დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაეხმრება. კომერციული იპოთეკური სესხი განკუთვნილია კომერციული ან საცხოვრებელი ფართის შესაძენად, სამშენებლოდ ან სარემონტოდ.

ახალი სესხი 2 მიმართულებას სთავაზობს მომხმარებელს: საცხოვრებელი ბინის შეძენისთვის სესხი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ მეპატრონე მომავალში მას გასაქირავებლად გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ფართის შეძენისთვის, რემონტისთვის ან ასაშენებლად აუცილებელი პირობაა მომხმარებელი საიჯარო შემოსავალს ერთი ბინიდან მაინც იღებდეს, ანუ უკვე აქირავებდეს ერთ ბინას.  

თიბისი სტატუსის მომხმარებელს აღნიშნული სესხით ასევე ფართის კომერციული მიზნებისთვის შეძენაც შეუძლია. ამ შემთხვევაში სხვა ფართის ფლობა აუცილებელი არაა.

კომერციული იპოთეკური სესხის უპირატესობა ისაა, რომ თანხა, რომელსაც მფლობელი იჯარის სახით მიიღებს სამომავლოდ, გათვალისწინებულია როგორც შემოსავლის წყარო. სესხის აღება კი ყველაზე ხანგრძლივი ვადით - 20 წლითაა შესაძლებელი. სესხის საშეღავათო პერიოდი 6 თვეა, რაც ნიშნავს რომ მომხმარებელს დაფარვის დაწყება 6 თვის შემდეგ შეუძლია.

თუ მომავალში ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი და/ან არსებული სხვა საიჯარო შემოსავალი ვერ აკმაყოფილებს სესხისთვის საჭირო შემოსავლის კოეფიციენტს, შესაძლებელია სესხი გაიცეს სხვა არსებული შემოსავლის გათვალისწინებით (თუმცა იქნება 15 წლის ვადით).

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები