ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9738        EUR 3.2902        GBP 3.7027        RUB 4.6406        UAH 1.2093        AZN 1.7487        AMD 6.2422      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქუმსიშვილის როლი შეუფასებელია - სინერჯი კაპიტალი
31 აგვისტო, 2019, 13:58
ქუმსიშვილის როლი შეუფასებელია - სინერჯი კაპიტალი

თბილისი (GBC) - დიმიტრი ქუმსიშვილი საინვესტიციო კომპანია სს "სინერჯი კაპიტალის" თანადირექტორის პოსტს ტოვებს, ინფორმაციას სოცილაურ ქსელში კომპანიის დამფუძნებლის პაპუნა ტოლიაშვილი ავრცელებს.

ქუმსიშვილი სს-ში 2018 წლის ბოლოდან მუშაობს (თანადირექტორი და საინვესტიციო ოფიცერი). "სინერჯი კაპიტალის" საინვესტიციო პორტფელში 10 კომპანია, ფარმაციის, კვების მრეწველობისა და ჯანდაცვის პროფილის.

"მეგობრებო, დიმა ქუმსიშვილმა, რომელიც სინერჯი კაპიტალის თანადირექტორი იყო და ჩემთან და სინერჯი ჯგუფის პარტნიორებთან ერთად თითქმის ერთი წელი კომპანიის მართვაში და განვითარებაში ყოვედღიურ რეჟიმში მონაწილეობდა, დღეს კომპანიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
დიმა, როგორც ძალიან დიდი მეგობარი და გულშემატკივარი ჩვენი და ჩვენი იდეების, მიუხედავად იმისა, რომ არც პარტნიორი არ არის სინერჯის და არც ინვესტორი სინერჯი კაპიტალში, ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ აქტიურად ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში და უდიდესი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის ფორმირების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე
მისი როლი და მნიშვნელობა ჩვენი კომპანიისთვის სამუდამოდ შეუფასებელ ღირებულებად დარჩება
ჩვენ ვიცით, რომ დიმა კერძო სექტორში აგრძელებს მოღვაწეობას და კიდევ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს იმ კომპანიებისთვის სადაც და ვისთვისაც იმუშავებს. ასე რომ, მხოლოდ თუ შეგვშურდება მათი თორემ საბოლოოდ ვიცით, რომ ეს გადაადგილება იმ კომპანიისთვის სადაც მუშაობას განაგრძობს დიდი გამართლება იქნება
დიმა, უდიდესი მადლობა შენ ასეთი თანადგომისთვის, მეგობრობისთვის და შრომის მაგალითისთვის, რომელსაც ყოველ დღე გვაძლევდი,"- წერს კომპანიის დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი

კომპანია "სინერჯი ჯგუფის" წევრი კერძო კაპიტალის ფონდია, 1-წლიანი გამოცდილებით, რომელიც განვითარებად  კომპანიებს კაპიტალში შესვლით  ეხმარება. რთი წლის წინ დაარსდა, მისი დამფუძნებელი კი საკონსულტაციო კომპანია "სინერჯი ჯგუფია."  (BMG).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები