ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9759        EUR 3.286        GBP 3.7223        RUB 4.6659        UAH 1.2186        AZN 1.7526        AMD 6.2519      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ამაყი ვარ, ქართველი პარალიმპიელების პარტნიორობით - გაჩეჩილაძე
4 სექტემბერი, 2019, 15:34
ამაყი ვარ, ქართველი პარალიმპიელების პარტნიორობით - გაჩეჩილაძე

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკი ქართველი პარალიმპიელებისა და ქართული სპორტის მხარდაჭერის მიზნით, პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორი გახდა. შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის დღეს მოეწერა.  საქართველოს ბანკი პარალიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2020 წლამდე განსახორციელებელ ყველა აქტივობაში გაუწევს როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ შეჯიბრებებში. საქართველოს ბანკისა და ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერა და წარმოჩენა საერთაშორისო დონეზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2020 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე, რომელიც ქალაქ ტოკიოში გაიმართება, საქართველოს ბანკი ქართველი სპორტსმენების გენერალური მხარდამჭერი და ქომაგი იქნება.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული პარტნიორობის  შემდეგ  საქართველოს ბანკი უკვე პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მხარდამჭერიცაა. ჩვენი პარტნიორობის მიზანს წარმოადგენს სპორტის ხელშეწყობა, ქართველი პარალიმპიელი სპორტსმენების შესახებ მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება, პარალიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება და გავრცელება. თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად წარმოსაჩენად იბრძვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს, სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი პარალიმპიელების გენერალური პარტნიორი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      
სპონსორები