ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2845        EUR 3.6363        GBP 4.0725        RUB 4.1226        UAH 1.1648        AZN 1.9321        AMD 6.5904      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებულმა DR.GOODS -მა სამედიცინო ტექსტილის წარმოება დაიწყო
17 სექტემბერი, 2019, 17:18
სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებულმა DR.GOODS -მა სამედიცინო ტექსტილის წარმოება დაიწყო

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ-საქართველოს“ კიდევ ერთი გამარჯვებული პროექტის „DR.GOODS“-ის  პრეზენტაცია გამართა.

„ვულოცავ პროექტის ავტორებს და მთლიანად სამედიცინო სფეროს ასეთი მნიშვნელოვანი საწარმოს გახსნას, რადგან საქართველოში პირველად ხდება ამ ტიპის სამედიციო პროდუქციის წარმოება. საწარმო კონკურენტული  ფასებით შესაძლებობას მისცემს სამედიცინო დაწესებულებებს, იმპორტი საქართველოში დამზადებული პროდუქციით ჩაანაცვლონ“, აღნიშნა დავით საგანელიძემ.

 ახალი კომპანია „დოქტორ გუდსი“ საქართველოში პირველად  იწყებს სამედიცინო ტექსტილის წარმოებას და მომხმარებელს სამედიცინო მომსახურებისთვის   სტერილურ და არასტერილურ პროდუქციას შესთავაზებს.

ფონდის ცნობით, საწარმო  სამედიცინო სექტორს სხვადასხვა  სახის პროდუქციით  უზრუნველჰყოფს.  მისი ძირითადი მიმართულებებია: ქირურგიული თეთრეულის ყველა ტიპის ნაკრები, გადასაფარებლები, ზეწრები, ქირურგიული შემოფარგვლები, ქირურგიული ხალათები. პროდუქცია მთლიანად  საქართველოში დამზადდება. ეს არის პირველი ქართული საწარმო, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

 კომპანიის მიზანია საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები შესთავაზოს, შეამციროს მათთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები, ფინანსური დანახარჯები და ადგილობრივი წარმოება განავითაროს. საწარმოში სტერილიზაციის კლასი რეგისტრირებულია ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

 კომპანია პირველ ეტაპზე 15 ადამიანს დაასაქმებს, მოგვიანებით კი  განვითარების გეგმის მიხედვით,  დასაქმებულთა რაოდენობაც გაორმაგდება.

 „სტარტაპ-საქართველოს “ ახალ პროექტში ინვესტიცია 100 000 ლარს შეადგენს.  

 შეგახსენებთ, „სტარტაპ-საქართველოს“ ამ ეტაპზე 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 81 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული სტარტაპ იდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები