ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8647        EUR 3.2024        GBP 3.8341        RUB 4.6032        UAH 1.2195        AZN 1.6894        AMD 5.9868      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მაგთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია - 2 მლრდ ქართულ ეკონომიკაში
23 სექტემბერი, 2019, 11:51
მაგთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია - 2 მლრდ  ქართულ ეკონომიკაში

თბილისი (GBC) – უკვე 22 წელია, რაც მაგთიკომი ნერგავს უახლეს ტექნოლოგიებს, ქმნის საკომუნიკაციო სერვისებს, უზრუნველყოფს საიმედო კავშირს, აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას. მაგთიკომს 22 წელი შეუსრულდა და ფაქტები ასეთია:

მაგთიკომი, დაარსებიდან დღემდე 1.9 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიციით, საქართველოს უმსხვილესი კომპანიების ათეულშია და თავისი წვლილი შეაქვს ქვეყნის მაკროეკონომიკურ განვითარებაში. მაგთიკომის მიერ ქართულ ეკონომიკაში შენატანი 2 მილიარდ ლარს უახლოვდება.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მაგთიკომს ადგილობრივი კომპანიებისთვის, სხვადასხვა მომსახურების შესასყიდად, გადახდილი აქვს 800 მილიონ ლარზე მეტი, რაც ხელს უწყობს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას.

მაგთიკომი ქმნის სამუშაო ადგილებს და დასაქმებულთა რაოდენობით ტელესაკომუნიკაციო დარგში პირველ ადგილს იკავებს.

მაგთიკომი ყოველდღიურად 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

მაგთიკომის და დამფუძნებლების მიერ სოციალური პასუხისმგებლობისა და საქველმოქმედო პროექტებისთვის გაღებული თანხა ასეულობით მილიონ ლარს აღემატება.

მაგთიკომის მობილური ქსელი საქართველოს დასახლებული, კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს ყველაზე გამართული, ხარისხიანი ქსელით, რომელიც მობილური ქსელის განვითარების ყველა საფეხურს (2G/ 2.5G/ 3G/ 3.5G/ 4G/ 4.5G) მოიცავს. მხოლოდ მაგთიკომის მობილური ქსელით არის შესაძლებელი საქართველოს მთელი საზღვრის საკომუნიკაციო მომსახურება. ამით კომპანიას ქვეყნის უსაფრთხოებაში თავისი წვლილი შეაქვს.

მაგთიკომს ქვეყანაში ინტერნეტქსელის გასაფართოებლად დღეში 40 კილომეტრზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი გაჰყავს და შედეგად 400-ზე მეტ ქალაქსა და სოფელს ინტერნეტთან წვდომის საშუალებას აძლევს, რეგიონებში პროგრესისა და განათლებისთვის, ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის ინტერნეტიზაციის პროცესს აგრძელებს და ინტერნეტქსელს ახალ ლოკაციებს უმატებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები