ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8647        EUR 3.2024        GBP 3.8341        RUB 4.6032        UAH 1.2195        AZN 1.6894        AMD 5.9868      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
GSE-ში დალისტული კომპანიები საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსთვის შეეჯიბრებიან
მარიამ მინაძე
27 სექტემბერი, 2019, 18:17
GSE-ში დალისტული კომპანიები საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოსთვის შეეჯიბრებიან


თბილისი (GBC) -ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ეროვნული რეფორმების მხარდაჭერის ფონდი  ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით ფინანსური ინკლუზიურობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე კონკურსს აცხადებს, საფონდო ბირჟაზე დალისტული კომპანიებისთვის.

საქართველოს ეკონომიკის წარმატება დიდწილად დამოკიდებული იქნება კერძო სექტორის შესაძლებლობებზე, რათა მოიზიდონ ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორები.

საქართველო მსოფლიო ბანკის გლობალური Doing Business-ის რეიტინგში მე-6 პოზიციით გამოირჩევა. თუმცა, საქართველოს კაპიტალის ბაზრები, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟა განუვითარებელია და სჭირდება მექანიზმები და წახალისებები, რათა მოხდეს ზრდის სტიმულირება.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო ეროვნული რეფორმების მხარდაჭერის ფონდმა გაუშვა, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკის, საქართველოს საფონდო ბირჟის (GSE), საქართველოს ეროვნული ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვების მხარდაჭერით.

მიზანი კი  GSE– ში დალისტულ კომპანიებში უკეთესი რეპორტინგის პრაქტიკების ხელშეწყობა და მათგან უმაღლესი ხარისხის რეპორტინგის მქონე კომპანიის დაჯილდოვებაა. 

მაღალი ხარისხის ანგარიშგების  პრაქტიკა, რომელიც შეესაბამება რეგულირებას და განვითარებად გლობალურ საუკეთესო პრაქტიკას, მიზნად ისახავს ქართველი ინვესტორების უკეთ ინფორმირებასა და დაცვას და დალისტულ კომპანიებში ინვესტიციების წახალისებას.

გამარჯვებული კომპანია 3 ეტაპიანი შეფასების საფუძველზე გამოვლინდება, რომელიც მოიცავს თავდაპირველ სკრინინგს, შერჩეული კომპანიების დეტალურ შეფასებას და საბოლოოდ, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური, გადაწყვეტს ვინ იქნება გამაჯვებული.

RSF ფიქრობს, რომ GSE-ში დალისტული 31 კომპანიიდან 20 დააკმაყოფილებს მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

წარმოდგენილია სამი კატეგორია - ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები და სხვა საკრედიტო ინსტიტუტები), არაფინანსური ორგანიზაციები, რომელთაც 500< სტაფი ჰყავს და არაფინანსური ორგანიზაციები რომელთაც 500> სტაფი ჰყავს.

დაჯილდოვების ცერემონია მიმდინარე წლის დეკემბერში გაიმართება. გამარჯვებულები ასევე უფასო უცხოელი ინვესტორების კონსულტაციებს მიიღებენ, რომელიც სებ-ის მიერ იქნება დაფინანსებული.

მომავალ წლებში, დაჯილდოვების სქემა კიდევ უფრო განვითარდება, სავარაუდოდ, გაიზრდება ჯილდოს ოდენობა და უფრო დაიხვეწება შეფასება.

დაჯილდოვების სქემა სექტემბერში გამოქვეყნდა, კომპანიებმა ანგარიშები 1 ოქტომბისთვის უნდა წარადგინონ, Reportal.ge-ზე 31 ოქტომბრისთვის აიტვირთოს, რის შემდგომაც დაიწყება სამ ეტაპიანი შეფასების პროცედურები.

 

ჟიური 15 ექსპერტისგან შედგება, მათ შორის არიან RSF-ის წარმომადგენლები პოლ თომფსონი, გიორგი თაბუაშვილი, გიორგი რუსიაშვილი, ტარიელ გვალია, მსოფლიო ბანკისა და IFC-ის უფროსი მმართველი კონსულტანტი ირინა გორდელაძე, პარლამენტარი კახა კუჭავა, ნინო ქურდიანი რომელიც მთავარი ფინანსური ოფიცერია GSE-ში, ერიკ ვერმულენი, თილბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, სებ-ის კაპიტალის ბაზრების ზედამხედველი სოფია ყოლბაია, სებ-ის საინვესტიციო და საპენსიო ფონდების ზედამხედველი გიორგი ნაკაშიძე,  ბრენკო ლუტიკი - SFAI Montenegro-ს პასუხისმგებელი პარტნიორი, ფილიპ ჟანგენი -  უფროსი საოპერაციო ოფიცერი Yes.com AG შვეიცარიაში და აუდიტის კომიტეტის თავმდჯომარე გერმანულ Pensionskasse vom Deutschen Roten Kreuz VVAG-ში. ასევე ეკატერინე პოპიაშვილი - CRESCO-ს CEO, ნიკოლოზ დუმბაძე, Alternative Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ელიზაბეტ-ნუცა დავითაშვილი, EBRD-ის ძირითადი ბანკირი საქართველოში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები