ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9661        EUR 3.2965        GBP 3.8186        RUB 4.6397        UAH 1.1917        AZN 1.7447        AMD 6.2431      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
30 ჯადოსნური კონცერტი - წინანდალმა ფესტივალი შეაჯამა
2 ოქტომბერი, 2019, 17:38
30 ჯადოსნური კონცერტი - წინანდალმა ფესტივალი შეაჯამა

თბილისი (GBC) -წინანდლის კლასიკური მუსიკის პირველი საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. 15 დღის განმავლობაში წინანდლის მამულის საკონცერტო დარბაზებში მსოფლიოში აღიარებულმა უცხოელმა და ქართველმა მუსიკოსებმა 30-მდე კონცერტი გამართეს. კლასიკური მუსიკის ამ მასშტაბური დღესასწაულის დროს წინანალმა უმასპინძლა 300-მდე მუსიკოსს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხიდან. ფესტივალის კონცერტები კლასიკური მუსიკის ყველაზე რეიტინგულ არხზე medici.tv-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ფესტივალის გასაშუქებლად ჭავჭავაძეების მამულს მრავალი უცხოელი ჟურნალისტი ეწვია.

ორი კვირის განმავლობაში წინანდალი კლასიკური მუსიკის ნამდვილ ეპიცენტრად იქცა. წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბდა პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი (PAN CAUCASIAN YOUTH ORCHESTRA, #PCYO), რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული 80 ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსისგან დაკომპლექტდა. ორკესტრის ახალგაზრდა წევრებმა მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად გამართეს კონცერტები და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურეს. ფესტივალის ფარგლებში დაფუძნდა წინანდლის მუსიკალური აკადემიაც. პან-კავკასიური ორკესტრის წევრებს და წინანდლის აკადემიის მსმენელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ რეპეტიციებს და მასტერ-კლასებს მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები უტარებდნენ. მდიდარი საკონცერტო პროგრამის გარდა, ფესტივალის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც პირველივე წელს ძალიან წარმატებული აღმოჩნდა.

წინანდლის ფესტივალი დაარსდა 2018 წელს საქართველოს მთავრობა | Government of Georgiaსა და კომპანია Silk Road Groupის თანამშრომლობის შედეგად. წინანდლის ფესტივალი განსკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობა | Government of Georgiaს, რომლის მხარდაჭერის გარეშე ფესტივალი ვერ შედგებოდა.

დარწმუნებულები ვართ, რომ ფესტივალი, გარდა კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვისა, ითამაშებს მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინტერესის გაღვივებაში. ამ ინტერესის შედეგად გაიზრდება ტურისტული ნაკადი, რასაც გარკვეული ეკონომიკური სიკეთეებიც მოჰყვება. ასე მოხდა ვერბიეს ფესტივალის შემდეგ, რომელიც ჩვენი ფესტივალის ინსპირაცია იყო და იმედი გვაქვს, რომ ამ წარმატებას კახეთიც გაიმეორებს.

დიდი მადლობა ფესტივალის წარმდგენ კომპანიას Silknet - სილქნეტი, რომელიც დაარსების დღიდან მრავალ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტს აფინანსებს. დიდი მადლობა ყველა ჩვენს სპონსორს, რომელიც გვერდში დაუდგა ფესტივალს ამ პირველივე მეტად საპასუხისმგებლო წელს. ჩვენს მხარდამჭერებს TBC Status - თიბისი სტატუსი და ALMA - Advertising Companyს, სპონსორებს - Club IVERIA, წყალი ბაკურიანი - Bakuriani Water, Porsche Centre Tbilisi • პორშე ცენტრი თბილისი, Coca-Cola Bottlers Georgia, Turkish Airlines და Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate Georgiaს. მადლობა ყველას, ვისი მხარდაჭერითაც ჩატარდა პირველი კლასიკური მუსიკის ფესტივალი წინანდალში. მადლობა წინანდლის მამულის სტუმრებს, ვისაც ასე ძალიან უყვარს წინანდალი და ხშირად სტუმრობს აქ გამართულ ღონისძიებებს. მომავალი წლის შემოდგომაზე ყველა მსმენელს, კლასიკური მუსიკის ყველა მოყვარულს, ყველა სტუმარს კიდევ უფრო ჯადოსნურ დღეებს ვპირდებით!

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები