ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2816        EUR 3.596        GBP 4.0584        RUB 4.2022        UAH 1.1828        AZN 1.9304        AMD 6.5224      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მთავრობა ბიზნესს 100 ქონებას შესთავაზებს - პროექტი მინისტრმა დაანონსა
4 ოქტომბერი, 2019, 17:36
მთავრობა ბიზნესს 100 ქონებას შესთავაზებს - პროექტი მინისტრმა დაანონსა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის მინისტრი ერთ-ერთ გამოწვევად აუთვისებელ რესურსს ასახელებს, მათ შორის ისეთ ქონებას, "რომელიც ინვესტორს ელოდება და არ არის  გასასხვისებლად გამოტანილი".

ნათია თურნავამ „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ ისეთ ძველ სახელმწიფო საწარმოებზე აღნიშნა, რომელსაც უამრავი ვალდებულება აქვს და ელოდება ინვესტორს.

მინისტრის განმარტებით, ეს არის უძრავი ქონება, რომელიც დეგრადირდება, თუ არ მოხდა მისი პრივატიზება. რეალურად კი, ასეთ ქონებას შეუძლია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დოვლათის მოტანა.

თურნავამ განაცხადა, რომ უძრავი ქონების პრივატიზების კუთხით მიღწევები არის, ტემპები დაჩქადა.

საერთო ჯამში, არ ვარ კმაყოფილი - სახელმწიფო საწარმოების პრივატიზების კუთხით გვჭირდება გარღვევა და დაჩქარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ამ პროცესში იქნება ძალიან თვითკრიტიკული და კრიტიკული“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით,  დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონებში, უძრავი ქონების პრივატიზაცია კარგი ბერკეტია. მისივე თქმით, რეგიონებში საკმაოდ ბევრი ობიექტია სავალალო მდომარეობაში და დაჩქარებულად უნდა მოხდეს მათი გასხვისებაც.  

„ბიზნესისთვის უკვე მომზადებული გვაქვს პროექტი - 100 ქონება ბიზნესისთვის,  რომლის პრეზენტაციაც უახლოეს პერიოდში მოხდება.  ეს იქნება გასასხვისებლად გამზადებული, მოწესრიგებული, მიმზიდველი და კარგად შეფუთული უძრავი ქონება, რომელიც სწორად იქნება რეგისტრირებული, მოცილებული ექნება ყველა შესაძლო რისკი და პრობლემა. ამ პროექტის ფარგლებში წინასწარ მოხდა იმის შეფასება, თუ რა ტიპის ობიექტები შეიძლება ააშენოს ბიზნესმა, თუმცა არჩევანი ცხადია ბიზნესზეა. 100-ვე ობიექტი ყოველგვარი ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე გამოვა აუქციონზე და მუდმივად იტრიალებს. კვირის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 20-30 ახალი ობიექტის დამატებას და რამდენიმე კვირაში 100-ვე ობიექტი გამოვა აუქციონზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით,  კომპანიებს შეეძლებათ არა მხოლოდ გამოითხოვონ დამატებითი ინფორმაცია, არამედ ნებისმიერ დროს საჯარო, გამჭვირვალე აუქციონით შეიძინონ ობიექტები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები