ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9573        EUR 3.2796        GBP 3.8826        RUB 4.6333        UAH 1.2384        AZN 1.744        AMD 6.1855      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკს Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო გადაეცა
7 ოქტომბერი, 2019, 12:04
საქართველოს ბანკს Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო გადაეცა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკმა Global Finance-ის Best Sub-Custodian Bank Award 2019-ის ჯილდო მიიღო. საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკი საქართველოს საუკეთესო კასტოდიან ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ბანკს ჯილდო 2019 წლის სექტემბერში, ლონდონში გამართულ დაჯილდოვებაზე  გადაეცა.

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ჯილდოს გამოსავლენად შვიდ გლობალურ რეგიონსა და 80-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედი კასტოდიანი ბანკები შეისწავლა. Global Finance-ის სარედაქციო კოლეგია საბაზრო კვლევებსა და საექსპერტო წყაროებს გაეცნო, შეისწავლა ბანკებისა და თავად მომხმარებლის მხრიდან მიწოდებული ინფორმაცია. მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით საერთაშორისო გამოცემაის ფინანსური ინსტიტუტები გამოავლიანა, რომლებიც ადგილობრივ ბაზრებსა და რეგიონებში საუკეთესო მომსახურებას უზრუნველყოფენ.

"ეს ჯილდოები გადაეცემათ იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებსაც ადგილობრივ ბაზარზე გამოცდილება აქვთ და ტექნოლოგიური შესაძლებლობები გააჩნიათ, რათა გლობალურ ბაზრებზე ფასიანი ქაღალდების მომსახურება უზრუნველყონ. ამ ჯილდოს გამარჯვებულები მომსახურების უსაფრთხოებას, გამჭვირვალობას, ეფექტურობასა და ხარისხს უზრუნველყოფენ“,- განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ.

შეგახსენებთ, კასტოდიანი არის ფასიანი ქაღალდების საკლირინგო და შემნახველი ორგანიზაცია, რომელიც კერძო და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს ემსახურება. საქართველოს ბანკი არის წამყვანი კასტოდიანი ბანკი ქართულ ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ფასიანი ქაღალდებით ანაგრიშწორებასა და შენახვას სთავაზობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები