






USD | 3.2994 |
EUR | 3.9801 |
GBP | 4.4674 |
TRY | 0.4395 |

თბილისი (GBC) -ტურიზმში "არის სისტემური საკითხები, რომლებსაც განსხვავებული მიდგომა სჭირდება და ამ მიმართულებით მთავრობა ტურიზმის სექტორთან ერთად იმუშავებს, - პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.
განიხილეს, რა სტრატეგიული მიმართულებით მიდის სექტორი. „ტურიზმი სექტორი პირველ რიგში იმიტომ, რომ მისი კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. მეორე იმიტომ, რომ ფრენების შეჩერების შემდგომ მათ სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ და მესამე, განვითრების რა სტრატეგიული მიმართულებით მივდივართ - ამაზე ვისაუბრეთ. დღეს აქ იყვნენ მსხვილი ქსელური ოპერატორები, რომლებსაც შევხვდით და ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ. 2 წლის გასვლის შემდეგ, რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ, არის სისტემური საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.