ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9701        EUR 3.2778        GBP 3.7328        RUB 4.6307        UAH 1.2106        AZN 1.747        AMD 6.2266      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბასკეთმა ქართულ ღვინოს სტენდი აჩუქა
10 ოქტომბერი, 2019, 14:01
ბასკეთმა ქართულ ღვინოს სტენდი აჩუქა

 თბილისი (GBC) - ქართული ღვინომ ესპანეთის ქალაქ სან-სებასტიანის მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე San Sebastián Gastronomika  თავი გამოიჩინა. ესპანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბასკეთის მთავრობამ გამოფენაზე საქართველოს უსასყიდლოდ გამოუყო სტენდი.

 

,,San Sebastián Gastronomika”  ყოველწლიური ღონისძიებაა და მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბურია მონაწილე ქვეყნებისა და პროფესიონალ დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით. მასზე თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი შეფ-მზარეულები, კულინარები, ღვინის პროფესიონალები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები.

 

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, აღნიშნული გამოფენა ერთ-ერთი საინტერესო და პერსპექტიულია და მასში მონაწილოება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.

 

ქართული ღვინის დეგუსტაციის პარალელურად, გამოფენის ტერიტორიაზე არსებულ ბასკურ რესტორანში სამი დღის განმავლობაში, თითოეული კულინარიული ღონისძიების წინ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები