ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9701        EUR 3.2778        GBP 3.7328        RUB 4.6307        UAH 1.2106        AZN 1.747        AMD 6.2266      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი ბიზნესს შრომის უსაფრთხოებაზე ესაუბრა
10 ოქტომბერი, 2019, 14:20
საქართველოს ბანკი ბიზნესს შრომის უსაფრთხოებაზე ესაუბრა

თბილისი (GBC)-საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმების შესახებ პანელური დისკუსია გამართა. შეხვედრა, რომელსაც მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მიზნად ისახავდა ბიზნესებისთვის იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონში შესულ ცვლილებთან, რომელიც სექტემბერში ამოქმედდა. შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი აქტუალური საკითხები როგორიცაა: ეკონომიკურ სექტორში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების ნორმები, დამსაქმებლის ვალდებულებები, შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნა, საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის საკითხები და შრომის ინსპექტორთა უფლებამოსილება.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ლაშა ლაბაძემ - დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა; ბიზნეს ომბუდსმენმა - ირაკლი ლექვინაძემ, ასევე , შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა,  ბექა ფერაძემ.

 „საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების მხარდაჭერა არა მხოლოდ დაფინანსების, არამედ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. იქედან გამომდინარე რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია შრომის უსაფრთხოების საკითხები, გვსურდა ჩვენი პარტნიორებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა,  მათთვის საჭირო და საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ თავად დარგის სპეციალისტებისგან, რათა უკეთ იყვნენ ინფორმირებულნი იმ წესებისა და ნორმების შესახებ რომლის დაცვაც მათ, როგორც დამსაქმებლებს, სექტემბერში ამოქმედებული კანონის ახალი რედაქციით მოუწევთ. ეს მათ დაეხმარება უფრო  მარტივად და ამასთან,  სწორად მართონ საკუთარი ბიზნესი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები