ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0614        EUR 3.4673        GBP 3.8568        RUB 4.318        UAH 1.1296        AZN 1.8008        AMD 6.3235      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო სექტორი $67 300 შეკიდული ჭერის მოლოდინში
21 ოქტომბერი, 2019, 19:31
 საბანკო სექტორი $67 300 შეკიდული ჭერის მოლოდინში

თბილისი (GBC) -  ლარიზაციის მხარდამჭერი ₾200 000 ჭერი არ აიხდება, მაგრამ მოდიფიცირდება, ისე რომ  ვალუტით შემოსავლების მქონე  მსესხებლისთვის  $67 000 სესხის ლარის ექვივალენტში აღება არ გახდეს სავალდებულო. 25%-მდე შემცირებული სარეზერვო მოთხოვნა კიდევ შემსუბუქდება, თუმცა  ეფექტი - გამოთავისუფლებული თანხების სესხებში გადატანა, წლის ბოლომდე  ვერ მოესწრება.

ბანკების ასოაციაციის პრეზიდენტმა  ალექსანდრე ძნელაძემ  გახარიასთან შეხვედრის შეფასებისას გვითხრა, რომ  პრემიერთან ერთად ინფლაციაზე წმეხის ყველა კერა იდენტიფიცირდა. ბიზნესმა და ლობისტებმა წნეხის შემაკავებელი ინსტრუმენტები და წინადადებები გააცნეს, მათ შორის სასესხო რეგულაციების გადახედვის.  მორიგ შეხვედრაზე  გახარია დათანხმებულ პაკეტს წარმოადგენს.

ძნელაძის თქმით,  პრემიერის პირობით, არას შემთხვევაშიც პასუხი ოპერატიული იქნება.

ძნელაძე არ ელის, საფინანსო სექტორისთვის  2023 წელს ასამოქმედებელი ესტონური მოდელის ვადამდე ამოქმედებას. არც სავალუტო დაკრედიტების  ₾200 000  ზღვრის მოხსნას,  რაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

მზარდი ინფლაციის საპასუხოდ, სებ-მა პოლიტიკა გაამკაცრა, სავალუტო დაკრედიტების რეგულირება შეარბილა, სარეზერვო ნორმა დაწია, თუმცა,  ბაზარზე გადაცემას 2-3 თვე სჭირდება და ამის გათვალისწინებით. ყველაზე ოპერატიული  სებ-ის სავალუტო ინტერვენცია რჩება. 

პრემიერთან  მორიგი შეხვედრა სებ-ის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად გაიმართება.


₾200 000 -მდე,  ₾100 000 ჭერი იყო დაწესებული. მაშინ შეზღუდვაში $40 000 ექვივალენტის სესხი ექცეოდა. ლარის გაუფასურებასთან ერთად ზღვარმა ავტომატურად დაიწია და $80 000 -ის ნაცვლად, სავალუტო სესხი $67 300-დან  იზღუდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები