






USD | 3.3043 |
EUR | 4.0147 |
GBP | 4.5223 |
TRY | 0.4473 |

თბილისი (GBC) - ბაქო-თბილისის-ყარსი, საქართველოს პორტებს, მათ
შორის ანაკლიას, ტვირთებს რომ წაართმევდა,
კონსორციუმს ეს გათვლაც უნდა წარმოედგინა, კორიდორის
კონკურენტუნარიანობის შეფასებასთან ერთად.
„ანაკლია, ასევე არსებული პორტები უნდა მოემსახუროს აზიიდან ევროპაში გადაზიდვებს. ტვირთი, რომელმაც გადმოცურა კასპიის ზღვა და ბაქომდე მივიდა. ან ქართულ პორტებში უნდა წავიდეს გადასატვირთად, ან დაიტვირთოს ყარსიდან, სარკინიგზო გზით თურქული პორტებისკენ. რა თქმა უნდა ის ქართულ პორტებს ტვირთებს წაართმევს. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სარკინიგზო პროექტი საქართველოსთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. კარგია, ჩვენ ტერიტორიაზე გადის და ჩვენც ვიღებთ სარგებელს“, - ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას აზრით, ამ რეალობაში „ანაკლიის სახით კიდევ ერთი ღრმაწლოვანი პორტი საერთოდ სასწაულია“.
მისი თქმით, საზმაუწყებელზე, საქართველოში ტვირთების
მოზიდვის ბერკეტი, რთული გეოგრაფიის გათვალისწინებით (2 ზღვის გავლით), ღრმაწლოვანი პორტი არ არის. აღნიშნა, რომ პორტში მისაღები გემების რაოდენობის დასახელება. რაც ანალიტიკას არ ექვემდებარება,
ასევე მნიშვნელოვანიას ძახილი, არასაკმარისია, როცა კორიდორის კონკურენტუნარინობა არ შეუსწავლითა, რასაც ის სთხოვდა კონსორციუმს.
მისი თქმით დაუსაბუთებელმა „მნიშვნელოვანიამ“ დააზიანა ქვეყნის საინვესტიციო გარემოც, მესიჯით, - „ნახეთ რას უშვრებიან საქართველოში დიდ პროექტებს“ და კითხვები გაუჩინა კონსორციუმის პოტენციურ ინვესტორებს და კრედიტორებსაც.