ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3043        EUR 4.0147        GBP 4.5223        RUB 4.3931        UAH 1.1731        AZN 1.942        AMD 6.3697      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
"ჯორჯიან მანგანეზმა" თბომავლები შეიძინა
25 ოქტომბერი, 2019, 13:19
ჯორჯიან მანგანეზმა თბომავლები შეიძინა

თბილისი (GBC) - ჭიათურაში ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნვის ფარგლებში, “ჯორჯიან მანგანეზმა” ტექნიკურ გადაიარაღებაში კიდევ ერთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელა, - კომპანიამ ახალი თაობის TEM-2 და TEM-2-U ტიპის, 814 ცხენის ძალის მქონე ორი თბომავალი შეიძინა.

მაღაროებში მოპოვებული მადანი, თბომავლების მეშვეობით შემკრებ მოედანზე გადაიზიდება, საიდანაც მისი ტრანსპორტირება ზესტაფონისა და სხვა გადამამუშავებელი ქარხნებისკენ ელმავლების საშუალებით მოხდება.

ამ სქემით “ჯორჯიან მანგანეზმა” მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ჭიათურის ცენტრალურ უბნებში მადნის სატვირთო მანქანებით გადაზიდვის პრაქტიკა აღკვეთა, რაც ქალაქის დამტვერიანებას იწვევდა. გარდა ამისა, “ჯორჯიან მანგანეზმა უახლესი ევროპული ტექნიკით აღჭურვა ჭიათურის დასუფთავების სამსახური, რამაც ქალაქში სისუფთავე უნდა უზრუნველყოს.

თბომავლების მომწოდებელ კომპანიასა და „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკება სამი თვე გაგრძელდა და საბოლოო შეთანხმებით დასრულდა, - თბომავლები საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამოვა.

ამ ეტაპზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ სარგებლობაში დიზელის საწვავზე მომუშავე სამი თბომავალი ირიცხება. ორი კომპანიის საკუთრებაა, ერთი კი საქართველოს რკინიგზას ეკუთვნის, თუმცა, ქირავნობის საფუძველზე, დროებით „ჯორჯიან მანგანეზის“ სარგებლობაშია. მათგან ერთ-ერთი თბომავალი, რომელიც დაახლოებით 80-იან წლებშია შეძენილი, მოძველდა და კაპიტალურ შეკეთება-განახლებას საჭიროებს. კომპანიამ ტექნიკური რესურსის განახლების გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო.

მინდა, აღვნიშნო, რომ შეძენილი თბომავლები სრულად პასუხობს სარკინიგზო გადაადგილებისთვის კომპანიის მიერ დასახულ ამოცანებს, და მათი ტექნიკური ინსპექტირებაც წარმატებით განხორციელდა“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თემურ ხონელიამ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები