ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9735        EUR 3.2917        GBP 3.8465        RUB 4.6667        UAH 1.2294        AZN 1.7519        AMD 6.2272      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თელავში „ჰოლიდეი ინნ“ ბრენდის სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნა
25 ოქტომბერი, 2019, 13:35
თელავში „ჰოლიდეი ინნ“ ბრენდის სასტუმრო ოფიციალურად გაიხსნა

თბილისი (GBC) - ნათია თურნავამ თელავში  „ჰოლიდეი ინნ“ ბრენდის ახალი სასტუმრო გახსნა. თელავში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანის პროექტი სამთავრობო პროგრამით „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა. „ჰოლიდეი ინნ“ - ი საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მომუშავე პირველი სასტუმროა თელავში. სასტუმროს პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 15 მლნ ლარს შეადგენს და 65 ადამიანი დასაქმდა.

 

„ძალიან მიხარია, რომ დღეს შესაძლებლობა მომეცა, თელავში სასტუმრო „ჰოლოდეი ინნ“-ის ოფიციალური გახსნა მიმელოცა მისი მესვეურებისთვის. არაჩვეულებრივი ობიექტი შეემატა კახეთს, თელავს, დასაქმდა 65 ადამიანი. სასტუმრო ჯერ კიდევ სატესტო  მუშაობის პერიოდშიც კი 50%-ზე მეტად იყო დატვირთული, დღეიდან კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება,“ - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, კარგი დასასვენებელი ადგილია როგორც შაბათ-კვირის, ისე არდადეგების გასატარებლად.

 

85 ნომრიან სასტუმროში, საზოგადოებრივი სივრცეები მოიცავს ინოვაციურ, ღია ლობი ბარის კონცეფციას, რომელიც შეიმუშავა ბრენდმა. სივრცე აღჭურვილია სამაგიდო თამაშებით, ეკრანებით, იდეალური მყუდრო სივრცით  სტუმრების გასართობად და სამუშაოდ თანამედროვე და კომფორტულ გარემოში. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია რესტორანი “ბატონთან” ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, ხოლო მეხუთე სართულზე ევროპული რესტორანი და ბარი „იბერიკო“, საუკეთესო ხედით ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე. სტუმრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სასტუმროს ღია ტიპის საცურაო აუზით პანორამული ხედებით, საუნით, ორთქლის აბანოთი და თანამედროვე სავარჯიშო დარბაზით. სასტუმროში ასევე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი 50 სტუმარზე.

 


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები