ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9723        EUR 3.2779        GBP 3.8265        RUB 4.6531        UAH 1.2273        AZN 1.7487        AMD 6.2169      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
627 დევნილ ოჯახს ბინებს სიმბოლურ ფასად გადასცემენ
1 ნოემბერი, 2019, 17:44
627 დევნილ ოჯახს ბინებს სიმბოლურ  ფასად გადასცემენ

თბილისი (GBC) - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 627 ოჯახს სახელმწიფო  საკუთრებაში არსებული ბინები, რომელშიც ისინი დღეს ცხოვრობენ, სიმბოლურ ფასად გადაეცემა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შესაბამისი ინიციატივა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა, რაზეც მთავრობის მხარდაჭერა მიიღო.

„627 ოჯახს ჩვენ სიმბოლურ ფასად გადავცემთ იმ ბინებს, სადაც ისინი დღეს არიან განთავსებული და დავუმკვიდრებთ სახელმწიფო საკუთრებაში დღეს არსებულ ამ ქონებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური საკითხი და მოხარული ვარ, რომ  ამ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, 627 ოჯახს გადაეცემა 665 უძრავი ნივთი (ზოგიერთ ოჯახს ძირითად საცხოვრებელ ფართთან ერთად გადაეცემა დამხმარე ფართებიც.

გადასაცემი ქონება მდებარეობს შემდეგ დასახლებულ პუნქტებში: თბილისი (გლდანი, თემქა, საბურთალო, სამგორი, ვარკეთილი, წყნეთი), ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, გორი, მცხეთა, დუშეთი, მარნეული, გარდაბანი, დმანისი, ახალციხე, ბორჯომი, ზესტაფონი, სამტრედია, თერჯოლა, წყალტუბო, მარტვილი და ჩხოროწყუ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები