ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1172        EUR 3.4626        GBP 3.8613        RUB 4.4772        UAH 1.1629        AZN 1.8336        AMD 6.4554      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
TAV-ი მგზავრთნაკადის 1%-ით და შემოსავლების 25% კლებას ელის
1 ნოემბერი, 2019, 19:06
TAV-ი მგზავრთნაკადის 1%-ით  და შემოსავლების 25% კლებას ელის

თბილისი (GBC) - ტავ ურბან ჯორჯიამ 2018 წელს 164.1 მლნ ლარის მოგებაზე განაცხადა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიას გასულ წელს შემოსავლები 214.2 მილიონიდან 250.9 მილიონამდე გაეზარდა. წმინდა მოგების ზრდა წლიურ ჭრილში 7.5 მილიონს აღწევდა. საოპერაცო მოგება კი, 183.6 მილიონი იყო. 

2019 წელს კომპანია შემოსავლებში 25%-იან კლებას ელის.

ფინანსურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის მონაცემებთან შედარებით 2019 წლის დაგეგმილი ზრდა როგორც მგზავრებში ისევე საჰაერო ტრაფიკის კუთხით იყო 12%. თუმცა 2019 წლის ზაფხულის პოლიტიკურმა მოვლენებმა და რუსულმა საჰაერო ემბარგომ სურათი მნიშვნელოვნად შეცვალ.

არსებული პროგნოზით, რუსეთის საჰაერო ემბარგოს ეფექტი 2019 წლის აგვისტოს მდგომარეობით -11% იყო ვიდრე 2019 წლის საწყისი ბიუჯეტირებული. კონსერვატიული გათვლებით 2019 წლის ბოლოს მდგომარეობით მგზავრთა ნაკადი 1%-ით მცირე იქნება ვიდრე 2018 წლის მონაცემები.

საერთო ჯამში 2019 წლის მონაცემები დაგეგმილთან შედარებით არასახარბიელო იქნება. თუმცა 2019 წელსვე კომპანიამ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები რამდენიმე საერთაშორისო ავიაკომპანიასთან. 2019 წლიდან ოპერირებას იწყებენ ისეთი კომპანიები როგორებიცაა: Air France; Air Malta; Uzbekistan Airlines და ასევე ოპერირებას ანახლებს AtlasGLobal რაც იძლევა საშუალებას რომ რუსული ემბარგოს ნეგატური გავლენა შერბილდეს უახლოეს პერიოდშივე“, - აცხადებენ ტავ ურბან ჯორჯიაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები