ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9776        EUR 3.2956        GBP 3.8444        RUB 4.6553        UAH 1.2307        AZN 1.7543        AMD 6.2437      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისი ქართუს აქტივს ლიბერთის უთმობს
6 ნოემბერი, 2019, 16:01
თიბისი ქართუს აქტივს ლიბერთის უთმობს

თბილისი (GBC) - „საკმაოდ მყარი პოზიციები გვაქვს, ბაზრის კომფორტულ წილებს ვფლობთ“, - თიბისი რამდენიმე წლის განმავლობაში გამსხვილებას აღარ აპირებს. ბანკის გენერალურ  დირექტორს ვახტანგ ბუცხრიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებების პაკეტზე, რაზეც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ entrepreneur-თან ინტერვიუში აღნიშნა. 30%, 50% ფასდაკლებული ობიექტების ჩამონათვალში არ არის ბანკი ქართუ, რომლის ლიბერთისთვის მიყიდვაზე 2 წელზე მეტია საუბრობენ. მანამდე თითქოს  ბიზნესმენთა ჯგუფი იყო დაინტერესებული, ისრაელიდან.

ივანიშვილი საბანკო აქტივს  მყიდველის მიერ  პროფილის შენარჩუნების დათქმით ყიდის. არ უნდა დაიხუროს, რომ ბაზარი ორმა მძლავრმა მოთამაშემ არ შთანთქას. „ქართუს“ ნომინალურ ფასად ყიდის, იმ ფასად, რაც კაპიტალში შეიტანა თავდაპირველად.

თიბისი პორტფელის გამსხვილებას  რომ აღარ აპირებდა, მენეჯმენტმა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადა,  „რესპუბლიკას“ აქტივის შესყიდვაზე Societe-სთან და პროგრესბანკის "ჯანსაღი აქტივის" (რომელიც სებ-ის ინფორმაციით, ბანკის აქტივის 95% გამოდის) შეძენაზე, ლიკვიდატორთან და  მფლობელებთან  -PINTEX  (78% ბენეფიციარი ილია გავრილოვი 22%-ის ბიძინა ივანიშვილი) წარმატებული გარიგებების შემდეგ.

2015 წელს კი პროკრედიტისგან $21 მლნ-ის მიკროსესხების პორტფელი იყიდა,  ბანკი კონტანტას  შესყიდვის შემდეგ, მისი სამიზნე სეგმენტის გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, Societe Generale-სთან გარიგება  სექტორში ყველაზე მოცულობითი იყო - 315 მლნ, რამაც ლარს გაუფასურებისკენაც უბიძგა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები