ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9749        EUR 3.2899        GBP 3.8305        RUB 4.6709        UAH 1.2313        AZN 1.7569        AMD 6.2459      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ვენახში ჩაძირული სასტუმრო - Amber-ი
7 ნოემბერი, 2019, 18:12
ვენახში ჩაძირული სასტუმრო - Amber-ი

თბილისი (GBC) – ვენახში ჩაძირული სასტუმრო, შატო ვილებით, Amber Group-ი - Georgia Real Estate Holding-ის (Georgia Capital) ახალი ბრენდის სასტუმრო  ახაშენში შენდება. საკონფერენციო, სპა -სალონების გარდა სასტუმროში განთავსდება პატარა მეღვინეობა, რომელიც  ყველა სეზონის რიტუალში მონაწილეობის საშუალებას ტურისტებსაც მისცემს, ვაზის მოვლიდან, ყველაზე საპასუხისმგებლო  რიტუალების ჩათვლით - რთველი, ქეიფი.ქართული სუფრის და ქართული ღვინის 8 000 წლიანი ისტორიის  საერთაშორისო წარმოჩენაა ჰოლდინგის  სტრარტეგიაც, რაც გასტრონომიული ტურისტების  მოზიდვას ემსახურება. ახაშნის ტურისტული ობიექტის საინვესტიციო ბიუჯეტი $8 მლნ-ია

ჰოლდინგმა რამდენიმე რეგიონული სასტუმროს პროექტი წარმოადგინა , მათ შორის თელავის  (ყოფილი ინტურისტი), სადაც  უნიკალური XVIII საუკუნის ვახვახიშვილების მარანი განთავსდება..

ასევე გუდაურის, I ტრასასთან, თხილამურებით პირდაპირ სასტუმროში რომ შეხვალ, ბუხართან გათბები და კონიაკით ოდნავ შეზარხოშდები. კომპლექსში უნიკალური  გარე ჯაკუზია, ცხელი წყლით. სასტუმრო უკვე დეკემბერში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს (საინვესტიციო ბიუჯეტი $13 მლნ).

2 სასტუმრო აშენდება მესტიაში,. სუფრას კუბდარის, ჭვიშტარის, ადგილობრივი საუცხოო კერძებთან ერთად ნარზანიც  დაიდება.. ამბერი  ტურისტებისთვის იქაური მჟავე წყლების გაცნობასაც აპირებს. დეკას პლანტაციებშიც აასეირნებს, ჭიუხვებში, მუშურის მწვერვალამდე, თვითნაბადი კვარცის  სანახავად მიმავალ ტურისტებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სპონსორები