ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9466        EUR 3.269        GBP 3.8683        RUB 4.6218        UAH 1.2422        AZN 1.7377        AMD 6.167      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
თიბისის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტს ანაზღაურებს
8 ნოემბერი, 2019, 16:35
თიბისის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტს ანაზღაურებს

თბილისი (GBC) - ავტოდაზღვევის საცალო  ბაზარზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ანაზღაურებული თანხის ოდენობით თიბისი დაზღვევა ლიდერობს. 2018 წელს ანაზღაურებული თანხა 9,5 მლნ ლარი იყო, 2019 წლის პირველ 6 თვეში კი, კომპანიამ მომხმარებლებს  უკვე 6 400 000 ლარის ზარალი აუნაზღაურა.

2018 წლიდან თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევა ყველაზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, ამ მხრივ კომპანია საცალო მიმართულებით ლიდერია ბაზარზე - მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ბაზრის წილის 31% სწორედ თიბისი დაზღვევაზე მოდის.

„მთელი ბაზრის  88%  კერძო საკუთრებაში მყოფი მანქანებია, 12%  კი კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელობაშია, ამიტომ ავტომობილის მფლობელებში დაზღვევის კულტურის ამაღლება და საცალო ბაზარზე ლიდერობა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, ვინაიდან ამ ბაზარზე ლიდერობა, ანუ ცალკეული ადამიანების ნდობის მოპოვება გაცილებით რთულია. ახლა ორიენტირებული ვართ სწრაფი და კომფორტული ციფრული სერვისების შექმნასა და არსებული სერვისების დახვეწაზე.  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ჩვენი გეგმაა დავაჩქაროთ ზარალის ანაზღაურების პროცესი, რომელიც მაქსიმალურად მათ კომფორტზე იქნება მორგებული. სწორედ  ამისთვის ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს.“ - დავით კიღურაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევას მომხმარებლების კმაყოფილების ინდექსის - CSI ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 89.6%-ს აქვს.

თიბისი დაზღვევა მუდმივად განვითარებად, მარტივ და კომფორტულ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. ის პირველი კომპანიაა საქართველოს ავტოდაზღვევის ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ზარალის ანაზღაურების ონლაინ მომსახურებას სთავაზობს. წელს მომხმარებლების  46%-ს ზარალი დისტანციურად აუნაზღაურდა. კომპანიის მიზანია ეს ციფრი მომავალ წელს კიდე უფრო გაიზარდოს. სტრატეგია კი რამდენიმე წელიწადში მთლიანად ციფრულ სერვისებზე გადასვლაა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები