







თბილისი (GBC) - კომპანია Aqua farm Village Khashmi გაფართოებას გეგმავს. კომპანია მომავალი წლიდან შავი ზუთხის მოპოვებას აპირებს. ამ დროისთვის კი ხაშმში წარმოებული თევზი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს.
კომპანიის საკუთრებაშია თეთრიწყაროში, სოფელ ტბისში Rioni sturgeon factory, რომელიც ნორვეგიის ორაგულსა და ჩილეს ორაგულს აწარმოებს. მიმდინარეობს მუშაობა კალმახის ხიზილალის წარმოებაზე. ამავე მიმართულებით მუშაობს მესამე კომპანია Club Admiral.
კომპანიები უკრაინული ინვესტიციით არის შექმნილი. როგორც კომპანიების მფლობელი სერგეი პანჩენკო აცხადებს, განხორციელებული უკრაინული ინვესტიცია, ბოლო წლების განმავლობაში, 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. საქართველოში არსებულ სატბორე მეურნეობაში მოყვანილი ქართული ხიზილალის გატანა, სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე იგეგმება. მოლაპარაკებები უცხოელ პარტნიორებთან უკვე მიმდინარეობს.