ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8781        EUR 3.2002        GBP 3.7556        RUB 4.6888        UAH 1.1842        AZN 1.695        AMD 5.9994      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GHG-იმ მოგება 9 თვეში 21%-ით გაზარდა
მარიამ მინაძე
13 ნოემბერი, 2019, 16:02
GHG-იმ მოგება 9 თვეში 21%-ით გაზარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) კონსოლიდირებული შემოსავლები 9 თვეში ₾703.3 მლნ-ია ($238 მილიონი), რაც13%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის 9 თვეში.

ახლადგაშვებული ჰოსპიტალების და გაშვების ეტაპზე მყოფი პოლიკლინიკების გამოკლებით, კაპიტალზე უკუგება 50 საბაზისო პუნქტითაა გაუმჯობესებული YoY, 14.3%-მდე.

ჯგუფის ცხრა თვის მოგებამ ₾46 მლნ შეადგინა ($15.6 მლნ), YoY ზრდა 21%-ია. დაზუსტებულმა მოგებამ (დაზუსტებული არაგანმეორებადი ელემენტებითა და უცხოური ვალუტის დანაკარგებით) თითო აქციაზე ₾0.27 შეადგინა ($0.09).

საანგარიშო პერიოდში ჯგუფისთვის ყველაზე შემოსავლიანი და მომგებიანი სააფთიაქო-სადისტრიბუციო ბიზნესი იყო. შემოსავლები ₾442 მლნ (ზრდა 17.1% YoY), მოგება ₾30.4 მლნ (ზრდა 24.1% YoY).

ჰოსპიტალების ბიზნესიდან ჯგუფმა ₾217.7 მლნ - ის შემოსავალი (ზრდა 10.9% YoY) და ₾13.2 მლნ-ის მოგება (კლება 4.9% YoY) მიიღო.

რაც შეეხება სამედიცინო დაზღვევის ბიზნესს, შემოსავლები ₾55.8 მლნ-ზე (ზრდა - 35.3%), ხოლო მოგება ₾3.9 მლნ (ზრდა - 57.5% YoY).

ამავე პერიოდში ჯგუფისთვის კვლავ წამგებიანი აღმოჩნდა კლინიკების და დიაგნოსტიკის ბიზნესი.

კლინიკების ბიზნესიდან ჯგუფმა ₾32.5 მლნ-ის შემოსავალი (ზრდა - 15% YoY) და ₾1.2 მლნ-ის ზარალი მიიღო (ზარალი 52.2%-ით შემცირდა YoY).

დიაგნოსტიკიდან მიღებული შემოსავლები 66%-ით გაიზარდა (YoY) ₾3.4 მლნ-მდე, ხოლო ზარალი ₾0.2 მლნ-ზე დაფიქსირდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უცვლელია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები